ემილი დეივისი
სარა ემილი დეივისი (დ. 22 აპრილი, 1830, საუთჰემპტონი, ინგლისი — გ. 13 ივლისს, 1921, ჰემპსტედი, ინგლისი)[1] — ინგლისელი ფემინისტი, სუფრაჟისტი და გირტონის კოლეჯის მთავარი დამფუძნებელი.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაემილი დეივისი, სასულიერო პირის ჯონ დეივისა და მასწავლებლის მერი ჰოპკინსონის ქალიშვილი, დაიბადა საუთჰემპტონში, ინგლისში, 1830 წელს. მან თავისი ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი გეითსედში გაატარა, სადაც მისი მამა ჯონ დეივისი რექტორად მუშაობდა.[2] ჯონ დეივისს ჰქონდა ტრადიციული შეხედულებები განათლების შესახებ, ამიტომ მისი ძმები სკოლაში გააგზავნეს, ხოლო ემილი და მისი და ჯეინი სახლში იღებდნენ განათლებას.[3]დეივისი ემზადებოდა მედიცინაში. 1860-62 წლებში მან დაწერა სტატიები "ქალი ექიმები" და "მედიცინა, როგორც პროფესია ქალებისთვის". გარდა ამისა, მან "დიდად გაამხნევა" მისი მეგობარი ელიზაბეტ გარეტი სამედიცინო სწავლების პროცესში.[2] 1858 წელს, ემილის ძმა ჰენრი გარდაიცვალა ტუბერკულოზით, ხოლო უილიამი ყირიმის ბრძოლების შედეგად მიღებული ჭრილობებით. ემილი ძალიან ახლოს იყო მის უფროს ძმასთან ლეველენთან, რომელთან ერთადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ლონდონში.[3]
ქალის უფლებები
რედაქტირება1862 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, დეივისი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი რედაქტორობდა ინგლისურ ქალთა ჟურნალს და მეგობრობდა ქალთა უფლებების დამცველ ბარბარა ბოდიშონთან, ელიზაბეტ გარეტ ანდერსონთან და მის უმცროს დასთან, მილისენტ ფოუსეტთან. დეივისი გახდა ქალთა სადისკუსიო ჯგუფის, კენსინგტონის საზოგადოების, დამფუძნებელი წევრი.
ემილის პირველი კამპანია იყო ხელისუფლების დარწმუნება, რომ ქალებისათვის მიეცათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ლონდონის უნივერსიტეტის სტუდენტები. იგი ასევე ჩაერთო ოქსფორდისა და კემბრიჯის გამოცდებზე გოგონების დაშვების უზრუნველყოფის კამპანიაში.[4]დეივისი შეუერთდა ქალთა ემანსიპაციის კამპანიას ქალბატონ ბოდიშონთან და ელიზაბეტ გარეტთან ერთად. დოროთეა ბეილთან და ფრენსის მერი ბუსთან ერთად მან მისცა ჩვენება სკოლის საგამოძიებო კომისიის წინაშე (1864–68), რომლის მიზანი ქალების საუნივერსიტეტო გამოცდებზე დაშვება იყო. ემილი აგრეთვე მონაწილეობდა ჯონ სტიუარტ მილის 1866 წლის პეტიციის ორგანიზებაში, ბრიტანეთის პარლამენტში.[2]იმავე წელს მან დაწერა წიგნი სახელწოდებით "ქალთა უმაღლესი განათლება".[3]
გირტონის კოლეჯი
რედაქტირება1869 წელს დეივისმა და მისმა მეგობრებმა ჰიჩინში გახსნეს ქალთა კოლეჯი, რომელიც 1873 წელს გადავიდა კემბრიჯში, როგორც გირტონის კოლეჯი. იგი იყო კოლეჯის ხელმძღვანელი 1873–1875 წლებში.[2] ემილის იდეები განათლებაზე საკმაოდ კონსერვატიული იყო და ამან მას კონფლიქტი მოუტანა ბარბარა ბოდიშონთან. ემილის სჯეროდა, რომ მის სტუდენტებს კონცენტრირება უნდა მოეხდინათ ისეთ ტრადიციულ საგნებზე, როგორიცაა კლასიკა და მათემატიკა, ხოლო ბოდიჩონი უპირატესობას ანიჭებდა სასწავლო გეგმის უფრო რადიკალურ მიდგომას. ისინი ასევე არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს სტუდენტთა დისციპლინის საკითხში. ემილი მკაცრ რეჟიმს ემხრობოდა, ხოლო ბარბარე უფრო ლიბერალურ მიდგომას. ემილი ასევე ამტკიცებად, რომ ახალი კოლეჯი ინგლისის ეკლესიასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.[4]
შემდგომი წლები
რედაქტირება1889 წელს ემილი უბრუნდება სუფრაჟისტების კამპანიას. ის დიდ როლს ასრულებდა ხმის უფლების მქონე საზოგადოებათა ეროვნულ კავშირში (NUWSS).[4] დეივისის დაჟინებული ბრძოლა ქალთა თანაბარი განათლებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ნიუნჰემის კოლეჯის დაარსებისას. 1906 წელს იგი ხელმძღვანელობდა დელეგაციას პარლამენტში. იგი ცნობილი იყო იმით, რომ ეწინააღმდეგებოდა ბოროტმოქმედ და ძალადობრივ მეთოდებს, რომელსაც იყენებდა სუფრაჟისტების ნაწილი, რომელსაც პანკჰარსტი ხელმძღვანელობდა.[3]ემილის ასევე ჰქონდა უთანხმოება NUWSS- ის ხელმძღვანელობასთან. ის მხარს არ უჭერდა იდეას, რომ ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონოდა ხმის მიცემის უფლება და 1912 წელს მან დატოვა თანამდებობა, როდესაც ორგანიზაციამ გადაწყვიტა ლეიბორისტული პარტიისთვის სრული მხარდაჭერა მიენიჭებინა.[4]
ემილი დეივისი გარდაიცვალა ჰემპსტედში, ლონდონი, 1921 წლის 13 ივლისს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Britannica, The Editors of Encyclopaedia. "Emily Davies". Encyclopedia Britannica, 9 Jul. 2020, https://www.britannica.com/biography/Emily-Davies. Accessed 11 March 2021.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Wikipedia contributors. (2021, February 15). Emily Davies. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 10:54, March 11, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Emily_Davies&oldid=1006820229
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Lewis, Jone Johnson. "Emily Davies." ThoughtCo, Aug. 25, 2020, thoughtco.com/emily-davies-biography-3528806.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 https://spartacus-educational.com/Wdavies.htm