ბარბარა ბოდიშონი (ინგლ. Barbara Leigh Smith Bodichon; დ. 8 აპრილი, 1827 — გ. 11 ივნისი, 1891) — ინგლისელი განმანათლებელი და მხატვარი. XIX საუკუნის ინგლისის ფემინისტური მოძრაობის ლიდერი და ქალთა უფლებების აქტივისტი.

ბარბარა ბოდიშონი, სამუელ ლაურენსის შესრულებული პორტრეტი

მშობლები

რედაქტირება

ბარბარა იყო პოლიტიკოს ბენჯამინ სმიტის (1783–1860) და ანე ლონგდენის შვილი. ბენჯამიონს ოთხი და ჰყავდა და იყო უილიამ სმიტის (რადიკალი აბოლიტისტი) ერთადერთი ვაჟიშვილი. 1826 თავის დასთან ვიზიტის დროს მან გაიცნო ანე ლონგდენი. ანე ბენჯამინისგან დაფეხმძიმდა და მან ის წაიყვანა სამხრეთ ინგლისში, სადაც პატარა სოფელ ვათლინგტონში უქირავა ლოჯი. ბარბარას დაბადებას სკანდალი მოყვა რადგან წყვილი დაქორწილებული არ იყო. რვა კვირაში ანე ბენისგან ისევ დაფეხმძიმდა. როდესაც მათი მეორე შვილი ბენი დაიბადა ისინი წავიდნენ ამერიკაში და იქ ორი წელი დაჰყვეს.

სუსექსში დაბრუნების შემდეგ ისინი ღიად ცხოვრობდნენ ერთად და კიდევ ორი შვილი შეეძინათ. 1833 წელს ანე ტუბერკოლოზით დაავადდა და 1834 წელს გარდაიცვალა.

ცხოვრება

რედაქტირება

1850-იანებში მეგობრებთან ერთად დაიწყო ქალთა უფლებებზე სასაუბროდ შეკრებები. მათ ჯგუფს დაერქვა ლანგმან-პლეისის ქალბატონები და ის იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული ქალთა მოძრაობა ბრიტანეთში. 1854 წელს გამოცა ნარკვევი - Brief Summary of the Laws of England concerning Women, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1882 წელს დაქორწინებული ქალების ქონების აქტის მიღებისთვის. ამ პერიოდში ის დაუახლოვდა ანა მარი ჰოვიტს,[1] რომელთან ერთადაც შეიმუშავა გოგნებისთვის საუნივერსიტეტო განათლების იდეა. მან საკუთარი სახსრებით პირველი ექსპერიმენტი ჰიტჩინის კოლეჯში ჩაატარა.

1857 წელს დაქორწინდა გამოჩენილ ფრანგ ექიმ ეუჟენ ბოდიშონზე. ქორწინებას მისთვის არ შეუშლია ხელი გაეგრძელებინა ბრძოლა ქალების უფლებებისა და ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომობისთვის.[2][3]

ბარბარა იყო Langham Place Circle ჯგუფის წევირ, რომელმაც 1858 წელს გამოსცა English Woman's Journal (ინგლისელი ქალების ჟურნალი). ჟურნალში განიხილებოდა ქალების დასაქმებისა და თანასწორობის საკითხები. ეს ჯგუფი იბრძოდა ქალების თანასწორობის, განათლების ხელმისაწვდომობის, ქონებაზე და ხმის უფლებებისთვის.

ბარბარა ერთე-რთი იყო იმ ხელოვან ქალებს შორის რომლებმაც გოგონებისთვის სამეფოკა აკადემიის სოლაში სწავლის უფლების პეტიციას მოაწერეს ხელი. მათი მოთხოვნა იმ მიზეზით უგულველყვეს, რომ ეს მოითხოვდა აკადემიაში გოგონებისთვის ცალკე საცხოვრებელი კლასების შექმნასა და განვითარებას.

1866 წელს ემილი დევისთან ერთად შეიმუშავა ქალებისთვის უმაღლესი განათლების სქემა.

ბარბარა რწმენით იყო უნიტარიანელი.

საზოგადოებრივი აქტივობის გარდა ბარბარა იყო აქტიური მხატვარიც. მისი მასწავლებელი იყო უილიამ ჰოლმან ჰანტი. მისი ნამუშევრები იფინებოდა სხვა და სხვა გალერიებში მათ შორის მხატვრობის სამეფო აკადემიაში. მის სალონში იკრიბებოდნენ გამოჩენილი ხელოვანი ადამიანები. ის ჯორჯ ელიოტის უახლოესი მეგობარი იყო.

განალება და სამოქალაქო აქტივობა

რედაქტირება

ბარბარა სწავლობდა 1829 წელს დაფუძნებულ ბედფორდის ქალბატონების კოლეჯში. იქ მან მიღო უფრო პროფესიონალი მხატვრის სტატუსი ვიდრე სამხატვრო ინსტრუქტორის. ბარბარას ოჯახი წარმოადგენდა ლიბერალურ-უნიტარიანული ოჯახის შვილს კერძო შემოსავლებით. მათმა დამოუკიდებელმა ქონებამ ბარბარას საშუალება მისცა განვითარებულიყო როგორც მხატვარი.[4]

მისი მასწავლებელი იყო უილიამ ჰოლმან ჰანტი, რომელიც აკვარელით მუშაობის ტექნიკის დახვეწაში ეხმარებოდა.[2][3]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hirsch, Pam [2004] (Jan 2011). „Howitt [Watts], Anna Mary (1824–1884)“, Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 9 July 2011. 
  2. 2.0 2.1 “Barbara Leigh Smith Bodichon.” Encyclopædia Britannica. 20 July 1998. Web. 20 Feb 2017 Encyclopædia Britannica.
  3. 3.0 3.1 "Bodichon, Barbara (1827–1891)." Women in World History: A Biographical Encyclopedia. . Encyclopedia.com. 23 Feb. 2017 http://www.encyclopedia.com.
  4. Chadwick, Whitney. Women, Art, and Society, 5th Edition. London: Thames & Hudson, Ltd, 2012. Print.