ემიგრაცია აზერბაიჯანში

ემიგრაცია აზერბაიჯანში — დღესდღეობით აღარ არის პოპულარული მიგრანტებისთვის. უწინ ნავთობის მზარდმა ინდუსტრიამ რეგიონში განაპირობა მიგრანტების მოზიდვა. 2010 წლის მონაცემებით აზერბაიჯანში ყოველი მერვე მაცხოვრებელი იყო მიგრანტი, მათგან 90% -ზე მეტია აზერბაიჯანელი იყო, ხოლო 70%-ს შეადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.[1]

ისტორია რედაქტირება

პოსტსაბჭოთა პერიოდში ასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა აზერბაიჯანში. მაგრამ 1989 წლიდან 1990 წლამდე აზერბაიჯანი მასიური ემიგრაციის წინაშე აღმოჩნდა. ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზები იყო გარდამავალი და ეკონომიკური კრიზისის მიერ გამოწვეული სირთულეები ქვეყანაში, ვინაიდან აზერბაიჯანი ომის მსვლელობაში იყო ჩაბმული. ოფიციალური წყაროების თანახმად, ემიგრაცია ძირითადად მოხდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 1990 -დან 1992 წლამდე.

აზერბაიჯანში დაიწყო დევნილთა მასობრივი შემოდინება, რომლებიც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან იყვნენ, განსაკუთრებით სომხეთიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მალე ეს ნაკადები შემცირდა, მაგრამ ემიგრანტული ნაკადი გაიზარდა მეზობელი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. 1991 წლიდან 2011 წლამდე დაახლოებით 410 ათასი მიგრანტი ჩავიდა აზერბაიჯანში მუდმივად საცხოვრებლად. 2008 წელს აზერბაიჯანი აღარ იყო ემიგრანტების დიდი რაოდენობის მიმღები ქვეყანა. 2008-დან 2010 წლამდე სულ 4 700 ადამიანი დარჩა ქვეყანაში. მათი უმეტესობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. 2008 -დან 2010 წლამდე მხოლოდ 953 ადამიანი იყო ემიგრაციაში აზერბაიჯანში სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის 10 ადამიანი შეერთებული შტატებიდან, ხოლო 9 კი გერმანიიდან.[2][3]

2006 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაამტკიცა განკარგულება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მიგრაციის პროგრამის 2006-2008 წლების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანში თანამედროვე მიგრაციის მართვის სისტების განხორციელებას. დღეისათვის ჯერჯერობით აზერბაიჯანში მიღებული იქნა 20-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს. მიგრანტთა უფლებების დასაცავად აზერბაიჯანმა მიმართა გაეროს კონვენციას ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათი ოჯახების წევრების უფლებების დაცვის შესახებ.[4]

აზერბაიჯანსა და ევროპის კავშირს შორის სამოქმედო გეგმა მიღებული იქნა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2006 წლის ნოემბერში. სამოქმედო გეგმა მოიცავდა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა მიგრაციის მართვა, თავშესაფრის საკითხები, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია და ვიზების ფასილიტაცია.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Every eighth resident of Azerbaijan is a migrant. abc.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 21 December 2010.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  3. http://esa.un.org/miggmgprofiles/indicators/files/Azerbaijan.pdf
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-26. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  5. http://eeas.europa.eu/archives/docs/enp/pdf/pdf/progress2010/sec10_519_en.pdf