ემზარ სიმონის ძე ჭოჭუა (დ. 29 აპრილი, 1951, სოფ. ჭალადიდი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი (1996).

დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი (1972). მსახურობდა საბჭოთა კავშირის, შემდეგ — დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების არტილერიის უფროსი (1993-1994), სარაკეტო ჯარების და არტილერიის სარდალი (1995-1999). აფხაზეთის ომის (1992-1993) დროს ჭოჭუას ხელმძღვანელობით ქართველმა არტილერისტებმა წამყვანი როლი შეასრულეს სოხუმზე 1993 წლის 15-16 მარტის შეტევის მოგერიებაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993) და II (2004) ხარისხის ორდენებით, ასევე მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან. - თბ., 2003. - გვ. 457.