ემზარ კვიტაიშვილი
ქართველი მეცნიერი, პოეტი, ფილოლოგი
ემზარ კვიტაიშვილი (დ. 27 ნოემბერი, 1935, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პოეტი, ფილოლოგი.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1957 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები „ცისკარსა“ და „პირველ სხივში“. 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული — „გზაში ნათქვამი სიმღერა“. 1956-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის კადრების უფროს ინსპექტორად, 1960-1961 წლებში ამავე გამომცემლობის რედაქტორად, 1963 წლიდან ჟურნალ „ცისკარის“ ლიტერატურულ მუშაკი იყო, ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი.1975 წელს გამოიცა კრებული „სიზმარი ვნახე“, ხოლო 1999 წელს კრებული „ნაშუადღევი“.
ჯილდოები
რედაქტირება- 1997 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- იკაროსის დაღუპვა : ლექსები — თბილისი, მერანი, 1998, გვ. 208
- ახალი წელი ტყეში : ლექსები — თბილისი, ნაკადული, 1989, გვ. 150
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი პოეტები : ენციკლოპედია ალექსანდრე ელერდაშვილი. თბ., 2021 გვ. 189