ემე ჟაკ ალექსანდრ გუჟო (ფრანგ. Aimé Jacques Alexandre Goujaud), ასევე ცნობილი, როგორც გუჟო-ბონპლანი (ფრანგ. Goujaud-Bonpland), უფრო ცნობილი, როგორც ემე ბონპლანი (ფრანგ. Aimé Bonpland [ɛme bɔ̃plɑ̃]; დ. 1773 — გ. 1858) — ფრანგი გეოგრაფი, ბოტანიკოსი, ნატურალისტი და მოგზაური.

ემე ბონპლანი
ფრანგ. Aimé Bonpland
დაბ. თარიღი 29 აგვისტო, 1773(1773-08-29)[1] [2]
დაბ. ადგილი ლა-როშელი[3]
გარდ. თარიღი 10 მაისი, 1858(1858-05-10)[4] [5] (84 წლის)
გარდ. ადგილი Paso de los Libres, არგენტინა
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ექიმი, ბოტანიკოსი[3] , პტერიდოლოგისტი, მკვლევარი[6] და უნივერსიტეტის პროფესორი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემე ბონპლანი, დაბადებული როგორც — ემე ჟაკ ალექსანდრე გუჟო (ფრანგ. Aimé Jacques Alexandre Goujaud)[7] დაიბადა ლა როშელში 1773 წლის 22,[8][9][7] 28,[10][11] ან 29 აგვისტოს ლა-როშელის ჰოსპიტალის მთავარი ქირურგის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ მამა — სიმონ-ჟაკ გუჟო-ბონპლანი (ფრანგ. Simon-Jacques Goujaud-Bonpland), ხოლო დედა — მარგერიტ-ოლივ დე ლა კოსტი (ფრანგ. Marguerite-Olive de la Coste). 1790 წელს ის გადავიდა თავის ძმასთან მაიკლთან პარიზში, სადაც ორივე ეუფლებოდა მედიცინას.[12] 1791 წლიდან ისინი ესწრებოდნენ კურსებს პარიზის ბუნების ისტორიის ბოტანიკურ მუზეუმში. მათი ლექტორები იყვნენ ჟან-ბატისტ ლამარკი, ანტუან ლორან დე ჟუსიე და რენე ლუიშ დესფონტენი;[12] ემე შემდგომში სწავლა გააგრძელა ჟან-ნიკოლას კორვიზარტის ხელმძღვანელობით[8] და ასევე შესაძლოა, რომ ესწრებოდა პიერ-ჟოზეფ დესოს ლექციებს, რომელსაც ატარებდა ჰოტელ-დიეუში. ამ პერიოდში ემე ასევე დაუმეგობრდა თავის თანაკურსელს, ქსავიერ ბიჩატს.

საფრანგეთის რევოლუციისა და რევოლუციური ომების არეულობის ფონზე, ბონპლანი მსახურობდა ქირურგად საფრანგეთის არმიაში.[9][8][13][14][7]

კორვიზარტის სახლში დაუმეგობრდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტს,[13] იგი შეუერთდა მას ხუთწლიანი მოგზაურობისას ტენერიფეში და ესპანეთის კოლონიურ იმპერიაში ამერიკაში,[15] იმოგზაურა იქ, სადაც მოგვიანებით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ვენესუელა, კუბა, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და მექსიკა, ასევე ორინოკოსა და ამაზონის აუზები, მოგზაურობა დასრულდა შეერთებულ შტატებში.[8][16] ამ მოგზაურობის დროს მან შეაგროვა 6000-მდე მცენარე, რომლებიც ძირითადად იმ დრომდე უცნობი იყო ევროპაში.[8] მისი მონათხრობი ამ აღმოჩენების შესახებ გამოიცა ტომების სერიის სახით 1808-1816 წლებში სათაურით „ეკვატორული მცენარეები“ (ფრანგ. Plantes equinoxiales).[8]

პარიზში დაბრუნების შემდეგ ნაპოლეონმა მას წლიურად 3000 ფრანკის პენსია მიანიჭა იმ მრავალი ნიმუშის სანაცვლოდ, რომელიც მან ბუნების ისტორიის მუზეუმს გადასცა.[13] იმპერატრიცა ჟოზეფინას ძალიან უყვარდა იგი და დანიშნა ის ზედამხედველად მალმეისონის ბაღებში,[8][13] სადაც მრავალი თესლი იყო ჩამოტანილი ამერიკიდან.[13] 1813 წელს მან გამოაქვეყნა მისი მოგზაურობა მალმეზონში და ნავარაში კულტივირებული იშვიათი მცენარეების შესახებ (ფრანგ. Description des plantes rares cultivées à Malmaison et à Navarre).[8] ამ პერიოდში ის ასევე გაეცნო გეი-ლუსაკს, არაგოს და სხვა გამოჩენილ მეცნიერებს და ფონტენბლოს ტახტიდან გათავისუფლების შემდეგ ამაოდ ევედრებოდა ნაპოლეონს ვენესუელაში გადადგომას.[8][13]

1816 წელს მან ბუენოს აირესში წაიღო სხვადასხვა ევროპული მცენარეები, სადაც აირჩიეს ბუნების ისტორიის პროფესორად.[8] მან მალევე დატოვა თანამდებობა, თუმცა სამხრეთ ამერიკის ინტერიერის შესასწავლად.[8] 1821 წელს მან დააარსა კოლონია სანტა ანაში, პარანას მახლობლად, yerba mate-ის მოსაყვანად.[17] კოლონია მდებარეობდა პარაგვაის და არგენტინის მიერ პრეტენზიულ ტერიტორიაზე; გარდა ამისა, ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია, პარაგვაის დიქტატორს, ეშინოდა, რომ ბონპლანის წარმატება მეტეს კულტივირებაში ხელს შეუშლიდა მის საკუთარ მცდელობას მონოპოლიზებულიყო ამ ბიზნესში. 1821 წლის 8 დეკემბერს პარაგუაელებმა გაანადგურეს კოლონია, ხოლო ბონპლანი დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით და დააკავეს სანტა მარიაში 1829 წლამდე.[8][18] ტყვეობის დროს დაქორწინდა და რამდენიმე შვილი ეყოლა. მას მიეცა გადაადგილების თავისუფლება და მოქმედებდა, როგორც ადგილობრივი ღარიბების[8] და სამხედრო გარნიზონის ექიმი.[14] ამავე ეპოქაში პარაგვაიში დარჩა შვეიცარიელი ნატურალისტი იოჰან რუდოლფ რენგერიც: მას არ აძლევდნენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას, მაგრამ ამავდროულად თავისუფად შეეძლო ქვეყნის ტერიტორიაზე ემოგზაურა.[19]

ბონპლანი გაათავისუფლეს 1829 წელს[13] და 1831 წელს დაბრუნდა არგენტინაში, სადაც დასახლდა სან ბორჯაში, კორიენტესში.[8] იქ, 58 წლის ასაკში, დაქორწინდა ადგილობრივზე და ცხოვრობდა მიწათმოქმედებით და იერბა მატეს რეალიზაციით.[14][20] 1853 წელს ის დაბრუნდა სანტა ანაში, სადაც გააშენა მის მიერ შემოტანილი ფორთოხლის ხეები. მან მიიღო 10000-პიასტრიანი ქონება კორიენტესის მთავრობისგან პროვინციაში გაწეული მუშაობისთვის მადლიერების ნიშნად. მის პატივსაცემად ახლა მის გარშემო არსებული პატარა ქალაქი ცნობილია როგორც „ბონპლანი“.[21] ასევე სხვა პატარა ქალაქს მისიონესის პროვინციაში სანტა ანას სამხრეთით (მისიონესი) ასევე ჰქვია ბონპლანი.

ემე ბონპლანი გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, სან ბორჯაში,[13] სანტა ანაში,[7] ან რესტორაციაში[10] 1858 წლის 4[9] ან 11[10] მაისს, პარიზში დაგეგმილ დაბრუნებამდე.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. Académie nationale de médecine
  3. 3.0 3.1 3.2 Stauffer, F. W. & J. Stauffe The Goujaud Bonpland brothers: two complementaryapproaches of botanical knowledge — 2020.
  4. Find a Grave — 1996.
  5. Cerrutti C. Desde Cumaná hasta Santa Ana. La relación de Aimé Bonpland con las Américas — 2020.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #118661604 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ACAB (1900).
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 8.11 8.12 8.13 8.14 EB (1878).
  9. 9.0 9.1 9.2 Chisholm (1911).
  10. 10.0 10.1 10.2 Smith, Charles (2007), „Aimé Jacques Alexandre (Goujaud) Bonpland“, Some Biogeographers, Evolutionists, and Ecologists: Chrono-Biographical Sketches, http://people.wku.edu/charles.smith/chronob/BONP1773.htm.
  11. Parish register. Paroisse Saint-Barthélémy, La Rochelle. Archives départementales, Charente-Maritime, Archives en ligne.
  12. 12.0 12.1 Stephen Bell (2010). A Life in Shadow: Aimé Bonpland in Southern South America, 1817–1858, illustrated, Stanford University Press, გვ. 3. ISBN 9780804774277. 
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 AJSA (1858).
  14. 14.0 14.1 14.2 AC (1879).
  15. Daum, Andreas (2019). Alexander von Humboldt. Munich: C. H. Beck, გვ. 44‒61. ISBN 978-3-406-73436-6. 
  16. How Alexander von Humboldt put South America on the map | DW | 12.07.2019. Deutsche Welle (12 December 2019). ციტირების თარიღი: 3 March 2020
  17. Stephen Bell (2010). A Life in Shadow: Aimé Bonpland in Southern South America, 1817–1858, illustrated, Stanford University Press, გვ. 196. ISBN 9780804774277. 
  18. Chavez, Julios Cesar (1942), El Supremo Dictador. (in Spanish)
  19. თარგი:Cite ADB
  20. Obregón (1999), „Los soportes histórico y científico de la pieza Humboldt & Bonpland, taxidermistas de Ibsen Martínez“, Latin American Theatre Review. (in Spanish)
  21. Muncipio de Bonpland. ციტირების თარიღი: 2021-05-01