ემენ ტაკიძე
ემენ ტაკიძე (დ. 1910, მაღალი ჯუმათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. ?) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1961-1962).
ბიოგრაფია
რედაქტირებაემენ პართენის ძე ტაკიძე დაიბადა 1910 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაღალ ჯუმათში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში.—
1936-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 1935 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის რაიონის მოსამართლედ, 1937 წლიდან ამავე რაიონის პროკურორია. შემდეგ პარტიულ სამუშაოზეა. 1955 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ.
1961-1962 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.