ემა შაპლინი
კრისტალ მადელინ ჟოლიტონი[1], უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ემა შაპლინი (ფრანგ. Emma Shapplin, დ. 1974 წლის 19 მაისს, პარიზის გარეუბანში) — ფრანგი სოპრანო.
ემა შაპლინი | |
---|---|
ემა შაპლინი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კრისტელ მადლენ ჟოლიტონი |
დაბ. თარიღი | 1974 |
დაბ. ადგილი | Savigny-sur-Orge |
წარმოშობა | საფრანგეთი, პარიზის გარეუბანი Savigny |
ჟანრ(ებ)ი | ნეოკლასიკა, პოპი, ელექტრონული როკი, კლასიკა, ოპერა |
აქტიური | 1997-დღემდე |
საიტი | emmashapplin-official.com |
ემა შაპლინი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაემა შაპლინმა, ნეოკლასიკოსმა მხატვარმა და კომპოზიტორმა, მუსიკალური კარიერა კლასიკური მუსიკით დაიწყო, მოგვიანებით აირჩია მძიმე როკი. როდესაც ემა 18 წლის იყო, მომღერალმა Jean-Patrick Capdevielle დაარწმუნა ემა, რომ დაბრუნებოდა კლასიკური მუსიკის გაკვეთილებს, რათა გაეუმჯობესებინა თავისი სიმღერის ტექნიკა. მალე ემამ აღმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ როკი უფრო მეტ მხატვრულ თავისუფლებას ანიჭებდა, ვიდრე კლასიკური მუსიკა, ემასთვის ეს ჰედონისტური განწყობილება არ იყო საკმარისი. მომღერალს უფრო მეტი სურდა, ამიტომ მან გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი სტილი. ეს გახდა კომბინაცია არქაული ოპერის და თანამედროვე ტრანსი და პოპ მუსიკის. შაპლინი კაპდევილთან ერთად მუშაობდა თავის პირველ ალბომზე Carmine Meo. (Carmine Meo დაწერა კაპდევილმა).
შაპლინი საუბრობს ფრანგულად და მღერის სიმღერებს ამ ენაზე, თუმცა ყველაზე მეტი სიმღერა, რომელიც შემდეგ შეასრულა ემამ, ალბომში Carmine Meo ითარგმნა ფრანგულიდან ლათინურ და ძველ იტალიურ ენებზე კაპდევილის მიერ. მისი მეორე გამოცემაა, Etterna, შაპლინმა გადაწყვიტა შეესრულებინა XVII საუკუნის იტალიური ბაროკო, რადგან, მისი თქმით, „ეს არის ენა, რომელიც ბუნებრივია სიმღერისთვის“. მომღერალმა ალბომისა და სიმღერის სახელწოდებისთვის გამოიყენა სიტყვა Etterna და არა თანამედროვე იტალიური „Eterna“. ემა დროდადრო ასრულებს თავის ერთ-ერთ ჰიტს La Notte Etterna, ესპანურად, როგორც La Noche Eterna - მარადიული ღამე. შაპლინი უკვე თანამშრომლობს ბერძენ მომღერალთან George Dalaras და თითქმის ყოველ წელს სტუმრობს საბერძნეთის დედაქალაქ ათენს, სადაც იმართება კონცერტი სახელწოდებით Odeon of Herodes Atticus.
შაპლინი შედარებით უცნობი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქამდე სანამ კომპოზიტორი Graeme Revell გამოიყენებდა მომღერლის ხმას ფილმისთვის „წითელი პლანეტა“.
დისკოგრაფია
რედაქტირებაალბომები
რედაქტირება- Carmine Meo (1997)
- Etterna (2002)
- Macadam Flower (2009)
- Dust Of a Dandy (2014)
სხვა გამოცემები
რედაქტირება- Discovering Yourself (EP, 1999)
- Spente le Stelle (Opera Trance) - The Remixes - Part One (2000, რემიქსული ალბომი)
- The Concert in Caesarea (საკონცერტო ალბომი, 2003)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-02-18 საიტზე Wayback Machine.
- ემა შაპლინი Facebook-ზე