ემა იტალიელი
ემა იტალიელი (ფრანგ. Emma d'Italie; დ. 948 — გ. აპრილი, 988) — კაროლინგების დინასტიის წარმომადგენელი. იტალიის მეფე ლოთარ II-ის ასული. დასავლეთ ფრანკთა დედოფალი 965-986 წლებში როგორც მეფე ლოთარის მეუღლე. მეფე ლუი V-ის დედა.
ემა იტალიელი | |
---|---|
დასავლეთ ფრანკთა დედოფალი | |
მმართ. წლები: | 965-986 |
წინამორბედი: | გერბერგა საქსონიელი |
მემკვიდრე: | ადელაიდა აკვიტანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 948 |
გარდ. თარიღი: | აპრილი, 988 |
მეუღლე: | ლოთარი, დასავლეთ ფრანკთა მეფე |
შვილები: | ლუი V, ფრანკთა მეფე |
დინასტია: | კაროლინგები |
მამა: | ლოთარ II, იტალიის მეფე |
დედა: | ადელაიდა იტალიელი |
რელიგია: | ქრისტიანობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაემა დაიბადა დაახლოებით 948 წელს. იგი იყო იტალიის მეფე ლოთარ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ადელაიდა იტალიელის ქალიშვილი. 950 წელს მამამისი ბურგუნდიის მეფე ბერენგარ II-მ მოწამლა და თავი იტალიის მეფედ გამოაცხადა. თავისი ვაჟის მემკვიდრეობის დასაცავად დედოფალი ადელაიდა საღვთო რომის იმპერატორ ოტო I-ს მისთხოვდა, რომელთანაც შეეძინა მომავალი იმპერატორი ოტო II.
965 წელს ემა მიათხოვეს დასავლეთ ფრანკთა მეფე ლოთარს, რითაც იგი დედოფალი გახდა. 977 წელს დედოფალმა ემამ თავისი მაზლი, ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი შარლი ლაონის ეპისკოპოსთან მკრეხელობაში დაადანაშაულა. დედოფლისა და ეპისკოპოსის ინტრიგების წყალობით შარლი იძულებული გახდა ფრიგიაში გაქცეულიყო. თავისი ვაჟის მემკვიდრეობის დასაცავად ემამ ლოთარი დაარწმუნა, რომ ლუი თავის სიცოცხლეშივე დაესვა თანა-მმართველად, თუმცა რეალურად მისთვის არანაირი ძალაუფლება არ მიუცია.
ემას ქორწინებამ ვერ მოაგვარა მის ქმარსა და ნახევარ-ძმას შორის არსებული უთანხმოება, რის გამოც ოტო და ლოთარი ომებს განაგრძობდნენ. ისინი საბოლოოდ მხოლოდ 980 წელს დაზავდნენ, 983 წელს კი ოტო გარდაიცვალა.
986 წლის 2 მარტს მეფე ლოთარი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მათმა ვაჟმა, ლუი V-მ დაიკავა. ახალმა მეფემ ემაცა და მისი მოკავშირე ლაონის ეპისკოპოსიც გააძევა სამეფო კარიდან, რადგან ლუის აზრით მათ მამამისი მოწამლეს. ამ ამბიდან მალევე, 987 წელს ლუი V უშვილოდ აღესრულა, რითაც შეწყდა კაროლინგების დინასტია. ემამ და ეპისკოპოსმა მემკვიდრის კრიზისით ისარგებლეს, აიღეს პარიზი და თავი მმართველებად გამოაცხადეს, თუმცა ფრანგმა დიდებულებმა მეფედ უგო კაპეტი დასვეს, რომელმაც ემა დააპატიმრა და დედაქალაქიდან შორს, ორლეანში გამოკეტა.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით დედოფალმა ემამ მოახერხა ორლეანიდან გაპარვა და ბოჰემიის მეფე ბოლესლავ II-ზე დაქორწინება. ჩეხი ისტორიკოსების მტკიცებით სწორედ ემა იყო ბოლესლავის უმცროსი ვაჟების: ოლდრიხისა და იარომირის დედა. ასევე მათი მტკიცებით, ემას ვაჯი იყო ბოჰემიის მეფე ბოლესლავ III-ც, თუმცა ფრანგული წყაროების მიხედვით დედოფალი ემა იტალიელი 988 წლის აპრილში გარდაიცვალა ორლეანში. ჩეხური წყაროების მიხედვით იგი 1004 წლის შემდეგ გარდაიცვალა პრაღაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jean-Charles Volkmann. Bien Connaître les généalogies des rois de France. ISBN 2-87747-208-6.
- Gallick, Sarah (2009). The big book of women saints. Pymble, NSW: HarperCollins e-books. ISBN 0061956562.