ემანუელ რივა (ფრანგ. Emmanuelle Riva; დ. 24 თებერვალი 1927 — გ. 27 იანვარი, 2017) — ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი. 2013 წელს მოიპოვა BAFTAს და სეზარის ჯილდოები შესრულებული როლისთვის ფილმში „სიყვარული“. კინოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნომინანტია ოსკარის პრემიაზე.[1][2]

ემანუელ რივა

ემანუელ რივა 2012 წელს
დაბადების სახელი პოლეტ ჟერმენა რივა
დაბადების თარიღი 24 თებერვალი 1927
შენიმენი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 2017
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
პოეტი
აქტიური 1952-დღემდე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში

2012 — სიყვარული
სეზარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

2012 — სიყვარული
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი

1962 — ტერეზა დესკეირუ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შენიმენიში, ჟანა და ალფრედო რივას ოჯახში. მისი პაპა მამის მხრიდან წარმოშობით იტალიელი იყო. რივამ თავისი სამსახიობო კარიერა ქალაქ პარიზში დაიწყო. 1950-იანი წლებში როლებს იღებდა თეატრში, ხოლო 1957 წლიდან — კინოში იღებენ. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959), „ლეონ მორენი, მღვდელი“ (1961), „სიყვარული“ (2012).

გარდაიცვალა 2017 წლის 27 იანვარს პარიზში, 89 წლის ასაკში[3].

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1962 ტერეზა დესკეირუ Thérèse Desqueyroux ტერეზა დესკეირუ
1993 სამი ფერი: ლურჯი Trois couleurs: Bleu მადამ ვინიონი
2012 სიყვარული Amour ანა ლორენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Youngest v oldest actress vie for Oscar as Lincoln leads the pack. The Times. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  2. Quvenzhané Wallis v Emmanuelle Riva: Best actress Oscar contested by oldest and youngest ever nominees. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-13. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  3. Emmanuelle Riva, French icon who starred in Amour, dies aged 89. The Guardian (28 January 2017). ციტირების თარიღი: 28 January 2017.