ემანუელ ლევინასი (ფრანგ. Emmanuel Lévinas; დ. 12 იანვარი, 1906 [ძვ. სტ. 30 დეკემბერი, 1905], კოვნო — გ. 25 დეკემბერი, 1995, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი და პოსტმოდერნისტი. დაიბადა კოვნოში, ამჟამინდელი კაუნასი. 1916-1920 წლებში ცხოვრობდა ხარკოვში, 1920-1923 წლებში ისევ კაუნასში, საიდანაც მოგვიანებით ემიგრირდა საფრანგეთში. 1923 წლიდან სწავლობდა ფილოსოფიას სტრასბურის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მორის ბლანშო, რომელთანაც მრავალი წელი მეგობრობდა. იყო ედმუნდ ჰუსერლის მოსწავლე, ასევე განიცადა მარტინ ჰაიდეგერისა და ფრანც რეზენცვეიგის გავლენა. პირველი ნაშრომი გამოაქვეყნა 1930 წელს, სახელწოდებით: „ინტუიციის თეორია ჰუსერლის ფენომენოლოგიაში“, რომელიც ჰუსერლის ფენომენოლოგიის პირველი ფუნდამენტური ინტერპრეტაცია იყო ფრანგულ ენაზე.

ემანუელ ლევინასი
ფრანგ. Emmanuel Lévinas
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1905 / 12 იანვარი, 1906,
კოვნო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1995
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
ალმა-მატერი სტრასბურის უნივერსიტეტი
საქმიანობა ფილოსოფოსი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Adriaan Theodoor Peperzak, Robert Bernasconi & Simon Critchley, Emmanuel Levinas (1996).
  • Astell, Ann W. and Jackson, J. A., Levinas and Medieval Literature: The "Difficult Reading" of English and Rabbinic Texts (Pittsburgh, PA: Duquesne University press, 2009).
  • Simon Critchley and Robert Bernasconi (ed.) The Cambridge Companion to Levinas (2002).