ემანჟელინსკი
ემანჟელინსკი (რუს. Еманжелинск) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. ემანჟელინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. არაფორმალური აგლომერაციის „დიდი ჩელიაბინსკის“ შემადგენლობაში. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 29 487 კაცს. ქალაქი მდებარეობს სამხრეთ ურალში, ჩელიაბინსკიდან 50 კმ-ში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ემანჟელინსკი Еманжелинск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ჩელიაბინსკის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ემანჟელინსკი | ||||
კოორდინატები | 54°45′00″ ჩ. გ. 61°19′00″ ა. გ. / 54.75000° ჩ. გ. 61.31667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1770 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1951 | ||||
ფართობი | 129,85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 220 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 29 487 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 227,09 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 35138 | ||||
საფოსტო ინდექსი | 456580–456584 | ||||
ოფიციალური საიტი | emanjelinsk.ru | ||||
ისტორია
რედაქტირებაემანჟელინსკის ციხესიმაგრე დაარსდა ორენბურგის გუბერნატორის ბრძანებით მდინარე ემანჟელინკაზე, როგორც კაზაკთა სოფელი. 1930-1931 წლებში დასახლებასთან ნახშირის საბადოს აღმოჩენის გამო ჩამოყალიბდა მუშათა დასახლება, რომელსაც 1951 წლის 25 სექტემბერს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.