ელ-კუთი
ელ-კუთი (არაბ. الكوت), ასევე ცნობილია კუთის სახელით — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი არის ვასიტის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. ვასიტის მუჰაფაზა 1960 წლამდე სწორედ ელ-კუტის სახელით იყო ცნობილი. ელ-კუთი მდებარეობს მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქი 160 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადიდან.
ქალაქი | |
---|---|
ელ-კუთი الكوت | |
ქვეყანა | ერაყი |
მუჰაფაზა | ვასიტი |
კოორდინატები | 32°30′20″ ჩ. გ. 45°49′29″ ა. გ. / 32.50556° ჩ. გ. 45.82472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 23 მ |
მოსახლეობა | 315 167 კაცი (2005) |
ელ-კუთი მდებარეობს 23 მეტრზე ზღვის დონიდან. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 315 167 ადამიანს შეადგენდა და იგი არის მოსახლეობით პირველი საკუთარ მუჰაფაზაში.
1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, როდესაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა, კუთი ოკუპირებული იქნა ბრიტანეთის იმპერიის მიერ. თუმცა ვასიტის მუჰაფაზა და მისი ადმინისტრაციული ცენტრი დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩენილან ბრიტანეთის იმპერიაში და მალე შეურთდნენ ერაყის სამეფოს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Iraq Image - Al Kut Satellite Observation დაარქივებული 2009-09-17 საიტზე Wayback Machine.