ელ-იუნკე
ელ-იუნკე (ესპ. El Yunque) — მთა კუბაში, სიერა-მაესტრის ქედზე. სიმაღლე 575 მ.[1] ქალაქ ბარაკოადან დასავლეთით მდებარეობს 7 კილომეტრში. წარმოადგენს მაგიდა მთას, რომელიც მოგვაგონებს გრდემლს, რის გამოც ეწოდა აღნიშნული სახელწოდება (yunque — ესპ. გრდემლი). გაწოლილია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების დუაბისა და ტოას ნაპირებს შორის. მთა ელ-იუნკე მოიხსენიება ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკის აღმოჩენის ქრონიკებში.[2] მთის პერიმეტრის სიგრძე 1125 მ-ია, ხოლო საერთო ფართობი 461 000 მ².
ელ-იუნკე | |
---|---|
ელ-იუნკეს ხედი ბარაკოას ყურიდან | |
კოორდინატები: 20°21′08″ ჩ. გ. 74°34′26″ დ. გ. / 20.35222° ჩ. გ. 74.57389° დ. გ. | |
ქვეყანა | კუბა |
სიმაღლე | 575 მ |
ქედი | სიერა-მაესტრა |
1979 წლის 25 დეკემბერს კუბის ეროვნულმა კომისიამ ელ-იუნკე გამოაცხადა ეროვნულ ძეგლად.[1]