ელ-ამარა
ელ-ამარა (არაბ. العمارة), ასევე ცნობილია ამარას სახელით — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და იგი არის მაისანის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. მაისანის მუჰაფაზა მდებარეობს ირანის საზღვარზე, თუმცა არა ქალაქი ელ-ამარა, რადგან იგი საკუთარი მუჰაფაზის ზუსტად ცენტრშია მოქცეული. ქალაქი მდებარეობს მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე. ის 50 კილომეტრითაა დაშორებული ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან.
ქალაქი | |
---|---|
ელ-ამარა العمارة | |
ქვეყანა | ერაყი |
მუჰაფაზა | მაისანი |
კოორდინატები | 32°00′00″ ჩ. გ. 47°00′00″ ა. გ. / 32.00000° ჩ. გ. 47.00000° ა. გ. |
დაარსდა | 1860 |
ცენტრის სიმაღლე | 12 მ |
მოსახლეობა | 511 542 კაცი (2012) |
ამარა მდებარეობს 12 მეტრზე ზღვის დონიდან, ხოლო მისი მოსახლეობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით 511 542 ადამიანს შეადგენდა. ელ-ამარას ჰყავს მერი. თანამედროვე ქალაქი დაარსებულია 1860 წელს, მაშინ, როდესაც ერაყზე ოსმალეთის იმპერია ბატონობდა.