ელსმირის ტბა (ინგლ. Lake Ellesmere; მაორ. Te Waihora) — მომლაშო ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, კენტერბერის რეგიონში. ფაქტობრივად, იგი ვრცელი ლაგუნაა, რომელიც ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაპირთან მდებარეობს და წყნარი ოკეანისგან გამოყოფილია ვიწრო, კაიტორეტეს ცელით. აღსანიშნავია, რომ მისი წყალი წყნარ ოკეანესთან შეერთებული არაა.

ელსმირის ტბა
Lake Ellesmere / Te Waihora
კოორდინატები: 43°48′ ს. გ. 172°25′ ა. გ. / 43.800° ს. გ. 172.417° ა. გ. / -43.800; 172.417
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 30,5 კმ
სიგანე 14,5 კმ
ფართობი 197,81 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 2,1 
ჩამდინარე მდინარეები სელვინი
ელსმირის ტბა — ახალი ზელანდია
ელსმირის ტბა

ტბას დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მაორის ხალხისთვის, სახელი მათ ენაზე გამოითქმის როგორც ტე-ვაიჰორა, რაც „გადმოღვრილ წყალს“ ნიშნავს. 1938 წლიდან ტბას ოფიციალურად აქვს ორი სახელი.[1]

ტბა წარმოიქმნა დაახლოებით 6 000 წლის წინ. ფართობი 197 კმ²-ია და ამ მხრივ პირველია კენტერბერის რეგიონში, ახალ ზელანდიაში კი მეხუთე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. New Zealand Gazetteer of Official Geographic Names. Land Information New Zealand (2010-09-09). ციტირების თარიღი: 2010-11-09.[მკვდარი ბმული]