ელმარენი (შვედ. Hjälmaren) — შვედეთის სიდიდით მეოთხე ტბა. მდებარეობს სტოკჰოლმის დასავლეთით, მელარენის ტბის მოსაზღვრედ. სტოკჰოლმთან დაკავშირებულია 13 კილომეტრიანი საწყლოსნო ელმარენის არხით.

ელმარენი
Hjälmaren
კოორდინატები: 59°15′ ჩ. გ. 15°45′ ა. გ. / 59.250° ჩ. გ. 15.750° ა. გ. / 59.250; 15.750
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
სიგრძე 63[1] კმ
სიგანე 20[1] კმ
ფართობი 483[1] კმ²
მოცულობა 3[1] კმ³
საშუალო სიღრმე 6,2[1] 
მაქსიმალური სიღრმე 20[1] 
[1]
ელმარენი — შვედეთი
ელმარენი
მედიაფაილები ვიკისაწყობში
ელმარენის ტბის მდებარეობა

ტბის ნაპირებს ესაზღვრება სედერმანლანდის, ნერკესა და ვესტმანლანდის პროვინციები.

ელმარენის სიგრძე 63 კმ-ია, სიგანე — 20 კმ, საშუალო სიღრმე — 6 მ, ზედაპირის ფართობი კი 485 კმ². მის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს ქალაქი ერებრე. ტბის სანაპიროებზე იმართება მუსიკალური ფესტივალები. აქ გამოსვლები ჩაუტარებიათ ისეთ ბენდებს, როგორებიც არიან The Smashing Pumpkins, Sonic Youth და Pearl Jam. ტბაში მდებარე კუნძულ ენგელბრეკტსოლმენზე 1436 წელს მოკლეს შვედეთის ეროვნული გმირი, ამბოხებული — ენგელბრეკტ ენგელბრეკტსონი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Vattenståndsmätningar i Hjälmaren. SMHI (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2009-01-03.