ელმან ჰუსეინოვი
ელმან სულეიმან ოღლუ ჰუსეინოვი (აზერ. Hüseynov Elman Süleyman oğlu; დ. 28 თებერვალი, 1952 — გ. 14 იანვარი, 1993) — აზერბაიჯანის ეროვნული გმირი; ყარაბაღის ომის მონაწილე.[1]
ელმან ჰუსეინოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 თებერვალი, 1952 ტერტერის, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების თარიღი |
14 იანვარი, 1993 (40 წლის) ტერტერის რაიონის , აზერბაიჯანის რესპუბლიკა |
გარდაცვალების მიზეზი | მოკლული |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები |
ცხოვრება
რედაქტირებაელმან სულეიმან ოღლუ ჰუსეინოვი დაიბადა 1952 წლის 28 თებერვალს ტერტერის რაიონის სოფელ აზად გარაგოიუნლუშუ (ილხიჩილარ). 1958-1968 წლებში სწავლობდა და მიიღოს საშუალო განათლება სოფელ აზად გარაგოიუნლუში. 1968 წელს შევიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჰიდრო-მელიორაციის ფაკულტეტზე, 1973 წელს მიიღო ინჟინრის სპეციალობა და დაამთავრა სწავლა. 1973-1975 წლებში მსახურობდა ლეიტენანტის წოდებით საქართველოში, ქალაქ ახალქალაქში.[2]
1980-1982 წლებში სწავლობდა და მიიღო განათლება ბაქოს პარტიის უმაღლეს სკოლაში. 1982-1985 წლებში მუშაობდა ტერტერის რაიონის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ, 1985-1988 წლებში იყო ტერტერის რაიონის სახალხო დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1988-1990 წლებში ტერტერჩაის ჰიდრო-კომუნიკაციის ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი მუშაობდა პარტიის კომიტეტში ინსტრუქტორის თანამდებობაზე. მრავალჯერ იყო რაიონის საბჭოს დეპუტატი. წარჩინებით დაამთავრა მინისტრთა კაბინეტთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი.
ბრძოლებში მონაწილეობა
რედაქტირება1991 წელს მუშაობდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე, ამისდა მიუხედავად ტერტერის დაცვისთვის ტაბორის დაარსებასთან დაკავშირებით ნებაყოფლობით თავდაცვის სამინისტროს მიმართა, 1991 წლის სექტემბერში ტერტერის თავდაცვის შტაბის უფროსი, 1991 წლის ნოემბერში დაინიშნა ტერტერის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა აღდარის რაიონისა და სამეზობლო საცხოვრებელი პუნქტების სომხური მებრძოლებისგან გათავისუფლებაში. მისი პირადი ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარებული საბრძოლო ოპერაციების შედეგად მოხდა მრავალი სომხური ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის განადგურება. ბრძოლების დროს ორჯერ იყო დაჭრილი.[3] დაიღუპა 1993 წლის 14 იანვარს ბრძოლაში ვანგის მაღლობისთვის.[3]
ოჯახი
რედაქტირებაიყო დაოჯახებული. ჰყავს სამი შვილი.[2]
ეროვნული გმირი
რედაქტირება1995 წლის 15 იანვარს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ელმან სულეიმან ოღლუ ჰუსეინოვს მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება.[1] დაკრძალულია ტერტერის რაიონის სოფელ გარაგოიუნლიში, მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა. ტერტერის რაიონში დადგმულია მისი ბიუსტი. არსებობს მისი სახელობის მუზეუმი.[2][4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 National heroes English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 February 2019. ციტირების თარიღი: 18 February 2019.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Azərbaycanın Milli Qəhrəmanı Elman Hüseynovun 65 illik yubileyi qeyd olundu English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 February 2019. ციტირების თარიღი: 18 February 2019.
- ↑ 3.0 3.1 Hüseynov Elman Süleyman oğlu English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 February 2019. ციტირების თარიღი: 18 February 2019.
- ↑ Tərtərdə Milli Qəhrəman Elman Hüseynovun xatirəsi anılıb English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 February 2019. ციტირების თარიღი: 18 February 2019.