ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელკე კარი (გერმ. Elke Kahr, 1961 წლის 2 ნოემბერი) — ავსტრიელი პოლიტიკოსი, ავსტრიის კომუნისტური პარტიის (CPA) წევრი, გრაცის ბურგომისტრის ( მერის) მოადგილე 2016 წლიდან 2017 წლამდე. ამ თანამდებობაზე კომუნისტების წარმომადგენლის არჩევა ეროვნულ მოვლენად იქცა. ამ საკითხს აქტიურად განიხილავდა ავსტრიული მედია.[1][2]

ელკე კარი
გერმ. Elke Kahr
ელკე კარი გერმ. Elke Kahr
ელკე კარი. 2016 წელი
გრაცის ბურგომისტრის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი 2016 – 4 აპრილი 2017
წინამორბედიმარტინა შრეკი
მემკვიდრემარიო ეისტაჩიო

დაბადებული2 ნოემბერი 1961 (60 წლის)
გრაცი ავსტრია
მოქალაქეობაავსტრიის დროშა ავსტრია
პოლიტიკური პარტიაავსტრიის კომუნისტური პარტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ელკე კარი დაიბადა 1961 წლის 2 ნოემბერს. მშობიარობის შემდეგ მისმა ბიოლოგიურმა დედამ უარი განაცხადა  მშობლის უფლებებზე, ბავშვი კი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. სამი წლის ასაკში გოგონა მლესავის და დიასახლისის წყვილმა იშვილა.[3]

მომავალი პოლიტიკოსი გაიზარდა გრაცის მუშათა უბანში. დაამთავრა ნოჰარტის დაწყებითი სკოლა და წმინდა ანდრიას სახელობის  საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ გრაცბახგასის ქუჩაზე მდებარე ბიზნეს სკოლა (გერმ. Handelsschule). შემდგომში, ავსტრიის საკონტროლო ბანკში მუშაობის პარალელურად (გერმ. Oesterreichische Kontrollbank), სწავლობდა საღამოს ბიზნეს აკადემიაში (გერმ. Handelsakademie). 1984 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა. [4]

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

1983 წელს კარი შეუერთდა ავსტრიის კომუნისტურ პარტიას. 1985 წლიდან მონაწილეობს გრაცის კანონიერი (ავტორიზებული, დამოუკიდებელი) ქალაქის (გერმ Statutarstadt) პარტიული რაიონული ორგანიზაციის (გერმ. Bezirksleitung) საქმიანობაში. სწორედ ავსტრიის კომუნისტური პარტიის რიგებში გაიცნო მომავალი დე-ფაქტო მეუღლე— ფრანც სტეფან პარტედერი, პარტიის მიწის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე (გერმ. Landesparteivorsitzende). წყვილი 1988 წლიდან ერთად ცხოვრობს, 1990 წელს შეეძინათ ვაჟი, ფრანცი.[5]

1993 წელს კარი გახდა გრაცის საქალაქო საზოგადოების საბჭოს წევრი, 1998 წელს - ავსტრიის კომუნისტური პარტიის კლუბის (გერმ. Klubobfrau) თავმჯდომარე (ავსტრიის პოლიტიკაში "კლუბები"  სხვადასხვა პოლიტიკური დონის დეპუტატების ასოციაციებს წარმოადგენს). ყოველდღიური გაზეთი Der Standard-ის ცნობით, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან პოლიტიკოსი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა თანაპარტიელი  ერნესტ კალტენეგერის ჩრდილში, რომელიც 1998 წლის მარტში გახდა პირველი კომუნისტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომელმაც მოახერხა დაეკავებინა საქალაქო მრჩევლის პოსტი (გერმ. Stadtrat) გრაცში და ამით შევიდა ქალაქის მთავრობის შემადგენლობაში (გერმ. Stadtregierung).[6]

2003-2004 წლებში კარი ავსტრიის კომუნისტური პარტიის  ფედერალური თავმჯდომარის, ვალტერ ბაიერის მოადგილე გახლდათ (გერმ. Bundesvorsitzender) 2005 წლის 2 ოქტომბერს იგი ხელმძღვანელობდა პარტიის საარჩევნო კამპანიას შტირიის ლანდტაგის არჩევნებში, რომელშიც კომუნისტებმა მიიღეს ხმების 6,34% (4 მანდატი 56-დან) და ამით მოიპოვეს პოლიტიკური წარმომადგენლობა პირველად 1970 წლის შემდეგ სახელმწიფო პარლამენტების დონეზე. მას შემდეგ, რაც კალტენეგერი კენჭისყრის შედეგებით  აირჩიეს ავსტრიის კომუნისტური პარტიის  ერთ-ერთ წარმომადგენელად შტირიის ლანტაგში, მისი ადგილი გრაცის საქალაქო მთავრობაში გადაეცა კარს, რომელმაც დაიკავა საბინაო განყოფილების საკრებულოს მრჩევლის თანამდებობა.[7]

გრაცის შემდგომ მუნიციპალურ არჩევნებზე კარი ავსტრიის კომუნისტური პარტიის საარჩევნო სიებში უცვლელად იკავებდა პირველ ადგილს. 2008 წლის 20 იანვარს ჩატარებულ საქალაქო თემის საკრებულოს არჩევნებში ავსტრიელმა კომუნისტებმა 2003 წლის 26 იანვარს მათთვის მიცემული ხმების თითქმის ნახევარი დაკარგეს  (11,18% და 6 მანდატი 56-დან 20,75% და 12 მანდატის წინააღმდეგ), მაგრამ უკვე 2012 წლის 25 ნოემბრის შემდეგ არჩევნებზე ავსტრიის კომუნისტურმა პარტიამ შეძლო აღედგინა ქალაქის მოსახლეობის ნდობა (ხმების 19,86%, 11 მანდატი) და შექმნა სიდიდით მეორე ფრაქცია საკრებულოში. ავსტრიის სახალხო პარტიის (APN) შემდეგ.[8]

2012 წლის არჩევნების შემდეგ კარის კანდიდატურა პირველად იყო წარდგენილი გრაცის ბურგომისტრის მოადგილის პოსტზე, მაგრამ იმ დროს კომუნისტების წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა საქალაქო თემის საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა: პირველი სამი ტური, კარი მოქმედებდა, როგორც ერთადერთი კანდიდატი, მაგრამ ვერ მოიპოვა ხმათა საჭირო რაოდენობა. 2013 წლის 25 იანვარს გამართულ გადამწყვეტ არჩევნებზე დეპუტატებს მიეცათ არჩევანის საშუალება ორი კანდიდატიდან: შედეგად, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა მარტინა შროეკრუდემ მიიღო 24 ხმა, კარმა — 23. ამავდროულად, კარმა შეინარჩუნა საკრებულოს თანამდებობა და განაგრძო საბინაო საკითხების მოგვარება, ასევე გააფართოვდა მისი პასუხისმგებლობის სფერო: 2013 წლიდან იგი  სამშენებლო და საინვესტიციო სექტორების ზედამხედველი გახლდათ.

2016 წლის 25 აპრილს შრეკმა მოულოდნელად გამოაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. 16 ივნისს, შრეკის თანაპარტიელი მაიკლ ერმანი აირჩიეს საქალაქო მრჩევლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო კარი დასახელდა ბურგომისტრის მოადგილის პოსტზე. იმავე დღეს გამართულ არჩევნებზე კომუნისტების წარმომადგენელს ხმა მისცა ქალაქის თემის საკრებულოს 38-მა წევრმა, კიდევ რვა ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

არჩევნების შემდეგ კარმა სიტყვით მიმართა თავის კოლეგებს. მან მადლობა გადაუხადა მათ ნდობისთვის და ასევე აღნიშნა, რომ კენჭისყრის შედეგები ნიშნავს „არა მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შედეგების აღიარებას“, არამედ აღიარებას, რომ „ავსტრიის კომუნისტური პარტია გრაცის მუნიციპალურ საბჭოში სანდო, კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი ძალაა“. ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქის ვიცე-მერის პოსტზე კომუნისტური პარტიის წევრის არჩევა, რომელიც ეროვნულ პარლამენტში 1959 წლიდან არ იყო წარდგენილი, გახდა ეროვნული სიახლე და აქტიურად განიხილებოდა ავსტრიული მედიაში.

2017 წლის 5 თებერვალს, საქალაქო თემის საკრებულოს მორიგი არჩევნების დროს, კომუნისტებმა შეძლეს მხარდაჭერის იგივე დონის შენარჩუნება, მიიღეს ხმების 20,34% და 12 მანდატი.

2021 წლის 26 სექტემბერს ჩატარებულ საქალაქო თემის საკრებულოს მორიგი არჩევნებში კომუნისტებმა გაიმარჯვეს. მათ ხმების 28,84% და 15 მანდატი მიიღეს.

გაზეთ Kleine Zeitung-ის მიხედვით, კარი ავსტრიის კომუნისტური პარტიის ერთგვარი განსახიერებაა. გრაცში  პარტიის ყველაზე თვალსაჩინო საქმიანობას  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ქველმოქმედება წარმოადგენს.  სოციალისტური იდეოლოგია არ არის დაფარული, მაგრამ არც  წინა პლანზეა წამოწეული.[9][10]

კარი საკუთარ თავს მარქსისტს უწოდებს, მაგრამ ურჩევნია სტალინიზმის თეორიისა და პრაქტიკისგან დისტანცირება. ისტორიული თვალსაზრისით, გრაცის კომუნისტების ლიდერი ასევე აკრიტიკებს ვარშავის პაქტის ქვეყნების ჯარების შესვლას ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს. პოლიტიკოსის თქმით,

 
„არ შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულში ავსტრიის კომუნისტური პარტიის დადანაშაულება, პირიქით“

კარის აზრით,

 
„სოციალური პრობლემები ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე ვერ წყდება“

ამიტომ კომუნისტების რაიონული ორგანიზაცია ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამუშაო საათების შემცირება და მინიმალური ხელფასის მომატება.

ავსტრიის კომუნისტური პარტიის შტირიის მიწის ორგანიზაციის ყველა თანამდებობის პირის მსგავსად, კარი უარს ამბობს ხელფასის ნაწილზე და გადასცემს მას ერთ-ერთ ავსტრიულ სოციალურ ფონდში. ფონდიდან თანხა შემდგომში გადაეცემა გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულად გადაიხადონ ქირა ან გათბობის გადასახადი.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია "ავსტრიის კომუნისტური ახალგაზრდობის" გათვლებით, ავსტრიის კომუნისტური პარტიის გრაცის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა 10 წლის განმავლობაში ქველმოქმედებას 544400 ევროზე მეტი შესწირა.[11]

  1. "Livestream: Elke Kahr is Graz mayor". ORF (გერმ.). 17 November 2021.
  2. "Austrian city swears in first-ever communist mayor"[მკვდარი ბმული]. Deutsche Welle. 17 November 2021.
  3. "Biography of City Councillor Elke Kahr".[მკვდარი ბმული] City of Graz (გერმ.) Retrieved 25 October 2021.
  4. "Wurst instead of World revolution"[მკვდარი ბმული]. Frankfurter Allgemeine Zeitung (გერმ). 19 April 2014.
  5. "Biography of the incoming city councilor Elke Kahr". KPÖ Graz (გერმ.) 6 October 2005. Retrieved 25 October 2021.
  6. "Graz mayor's armchair possible for Kahr". ORF (გერმ). 26 September 2021.
  7. "Landslide Victory for the Communists in Graz: What Fueled Their Success and What Comes Next?". Der Standard. 27 September 2021.
  8. "Graz: dark-red–green–red as good as fixed". ORF (გერმ.) 23 October 2021.
  9. Balhorn, Loren (28 December 2021). "Meet the Communist Running Austria's Second Largest City".[მკვდარი ბმული] Jacobin. Retrieved 28 December 2021.
  10. Stadtregierung (გერმ.). Stadtportal der Landeshauptstadt Graz. ციტირების თარიღი 12 მაისი 2019.
  11. "Elke Kahr: More than a left-wing populist?". NEWS (Austrian magazine) (გერმ.) 25 September 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელკე_კარი“-დან