ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელისონ ელიზაბეტ ლარტერი(ინგლ. Ali Larter; დ. 28 თებერვალი, 1976 [1]ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მან თავისი სამსახიობო დებიუტი 1999 წელს, ფილმ „ვარსიტის ბლუზი“-ში მონაწილეობით შექმნა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: ამერიკული საშინელებათა ჟანრის ფილმი „House on Haunted Hill”-ი, რომელიც გადაღებული იქნა 1999 წელს, „საბოლოო დანიშნულება“(2000), და „საბოლოო დანიშნულება 2“(2003). უკანასკნელ ორ ფილმში მონაწილეობით მან დიდი აღიარება მოიპოვა.

ელი ლარტერი

დაიბადა28 თებერვალი, 1976 (1976-02-28) (48 წლის)
ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნებააშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მოდელი

მოგვიანებით ითამაშა უმნიშვნელო როლები ამერიკულ კომედიებში, „ქერათმიანი ადვოკატი“(2001) და „რაღაც სიყვარულის მსგავსი“(2005). ბოლივუდის ფილმ „Marigold“-ში (2007), და „შეპყრობილი“-ში(2009), მან მთავარი როლით ითამაშა.

ადრინდელი ცხოვრება

რედაქტირება

ლარტერი დაიბადა ნიუ-ჯერსიში[2], 1976 წლის 28 თებერვალს. არის მარგარეტ და დენფოფორტ ლარტერის ქალიშვილი. მან ისწავლა Carusi-ის საშუალო სკოლაში, ხოლო სწავლა ნიუ-ჯერსის უმაღლეს სკოლაში განაგრძო. თუმცა მას სწავლა ბოლომდე არ დაუმთავრებია, სამოდელო კარიერის გამო. დედამისი მას ყველგან თან ახლდა, სანამ 18 წლის გახდებოდა. მისი მშობლები შემდგომ, პენსილვანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ელისონმა მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სამოდელო სკაუტმა იგი ქუჩაში შეამჩნია. ამან გამოიწვია სამოდელო ხელშეკრულება, ნიუ-იორკის პრესტიჟულ სააგენტოსთან Ford Modeling [3].

იტალიაში მოდელობისას, ლარტერი მსახიობს და მოდელს, და თავის მომავალ მეგობარს, ემი სმარტს შეხვდა[4]. მოგვიანებით, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც მან გადაწყვიტა სამსახიობო კურსებზე ევლო ემი სმარტთან[4] ერთად. ლარტერი ახლა IMG Models-თან თანამშრომლობს.

ელისონი რამდენიმე ჟურნალის გარეკანს ამშვენებს, მათ შორისაა, შემდეგი ჟურნალები: Cosmopolitan, Glamour, Health, Seventeen, Self, Shape, Maxim, Esquire, Lucky, Allure და Philadelphia Style.

პერსონალური ცხოვრება

რედაქტირება

სამოდელო კარიერის დროს ლარტერი ჯერ ლოს-ანჯელესში, შემდგომ კი, ნიუ-იორკში გადავიდა. 2007 წელს, ელიმ და და მისმა მეგობარმა ბიჭმა ჰეიაიზ მაკარტურმა დაქორწინება გადაწყვიტეს.[5] 2007 წლის ინტერვიუზე ლარტერმა თქვა: „სამი კვირის შემდეგ, მე ჩემს შეყვარებულს ვუთხარი რომ მე მინდოდა რომ დავქორწინებულიყავით, და ეს ჩვენ შემდეგ დღეს შეგვეძლო“[6], 2009 წლის 1 აგვისტოს წყვილი დაქორწინდა. 2010 წლის 20 ივლისს ლარტერმა საჯაროდ თქვა რომ ისინი მათ პირველ შვილს[7] ელოდებოდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა ფაქტი რომ მათი შვილი, თეოდორ ჰეიაიზ მაკარტური 2010 წლის 20 დეკემბერს[8] დაიბადა. 2014 წლის აგვისტოში, ლარტერმა დაადასტურა ფაქტი რომ მათ მალე მეორე შვილი ეყოლებოდათ[9]. 2015 წლის 15 იანვარს კი, მათ მეორე შვილი, ვივიენ მარგარეტი შეეძინათ.[10]

  1. Rose, Mike (2016-02-28). „Jason Aldean, Ali Larter top list of celebrity birthdays for February 28, 2016“. The Plain Dealer. Cleveland, Ohio. ციტირების თარიღი: 2017-01-03.
  2. Fahner, Molly. „Fun Fearless Female of the Year: Ali Larter“. Cosmopolitan. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  3. B. Hobson, Louis. „Counting herself lucky“. Canoe.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  4. 4.0 4.1 „There's no hiding that bump now! Ali Larter shows off her pregnancy curves in a tight black dress“. Daily Mail. London. 2010-07-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-02. ციტირების თარიღი: 2010-08-27.
  5. Chiu, Alex (2007-12-17). „Heroes Star Ali Larter Gets Engaged“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 17, 2008. ციტირების თარიღი: 2007-12-18.
  6. Our Heroine. Cosmopolitan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-27. ციტირების თარიღი: 2010-06-28.
  7. Michaud, Sarah (2010-07-20). „Ali Larter Is Pregnant!“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-20.
  8. „Actress Ali Larter Welcomes Baby Boy!“. Us Weekly. 2010-12-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 25, 2010. ციტირების თარიღი: 2010-12-22.
  9. Leon, Anya (2014-08-09). „Ali Larter Expecting Second Child“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
  10. It's A Girl!. AliLarter.com. January 19, 2015. Retrieved April 3, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელი_ლარტერი“-დან