ელიფსისი (ძვ. ბერძნ. ἔλλειψις, élleipsis – გამოტოვება, გამოვარდნა) — მეტყველების პროცესში ან წერილობით ტექსტში დაკლება სიტყვის ან სიტყვებისა, რომლებიც ადვილად საგულისხმებელია კონტექსტით ან სამეტყველო სიტუაციით.

ელიფსისი მეტყველებას სისხარტესა და ლაკონიურობას ანიჭებს. როგორც სტილისტიკური ხერხი, ელიფსისი ფართოდ გამოიყენება ორატორულ ხელოვნებასა და მხატვრულ ლიტერატურაში წინადადების მხატვრული გაცხოველების მიზნით. ელიფსისის შედეგად მიიღება არასრული წინადადებები, ნაკლული კონსტრუქციები, მაგრამ ინფორმაციის სიზუსტე დაცულია. ელიფსისის ნიმუშია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონები: „ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრეთვე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა...“ გამოტოვებული სიტყვა „გამოსცდის“ ტირეთია აღნიშნული.

ლიტერატურა

რედაქტირება