ელიტა (ტელესერიალი)

„ელიტა“ (ესპ. Élite) — ესპანური თინეიჯერული სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნილია Netflix-ისთვის კარლოს მონტეროს და დარიო მადრონას მიერ. სერიალი ვითარდება ლას ენსინასში, გამოგონილ ელიტარულ საშუალო სკოლაში და მოგვითხრობს სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით სკოლაში ჩარიცხულ სამ მშრომელ სტუდენტსა და მათ მდიდარ კლასელებს შორის ურთიერთობებზე. სერიალში მონაწილე მსახიობთა უმეტესობა ადრე მონაწილეობდა Netflix-ის სხვა ნამუშევრებში, რომლებიც ესპანეთსა და ლათინო ამერიკაში იყო წარმოებული ან გავრცელებული.

ელიტა
სატიტულო კადრი
ჟანრი
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი იკვლევს კონცეფციებსა და თემებს, რომლებიც დაკავშირებულია თინეიჯერულ დრამებთან, მაგრამ ასევე შეიცავს უფრო პროგრესულ თემებსა და კლიშეების სხვა მხარეებს. კონკრეტულად, კი მოიცავს მრავალფეროვან სექსუალურ თემებს. სტრუქტურული თვალსაზრისით, სერიალში გამოყენებულია სწრაფი ნაბიჯებით, რომელიც მოიცავს საიდუმლოებით მოცულ ელემენტს, თითოეული სეზონი ხორციელდება ორ დროში (კონკრეტულ ამბამდე და კონკრეტული ამბის შემდგომ პერიოდზე).

პირველი სეზონი, რომელიც შედგებოდა რვა ეპიზოდისგან, გამოვიდა Netflix–ზე 2018 წლის 5 ოქტომბერს. მას კრიტიკოსებისა და მაყურებელთა მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. 2018 წლის ოქტომბერში სერიალი განახლდა მეორე სეზონით, რომელიც გამოვიდა 2019 წლის 6 სექტემბერს. მესამე სეზონის განახლება მოხდა 2019 წლის აგვისტოს და გამოვიდა 2020 წლის 13 მარტს. 2020 წლის მაისსა და 2021 წლის თებერვალში Netflix–მა კვლავ გააგრძელა სერილის გადაღება და სერიალს მეოთხე და მეხუთე სეზონი დაუმტკიცდა. სერიალის მეოთხე სეზონი გამოვიდა 2021 წლის 18 ივნისს, ხოლო მეხუთე სეზონის გამოსვლა დაგეგმილია 2022 წელს.