ელისაბედ ყიფიანი
ელისაბედ (ვეტა) ყიფიანი (დ. 1876 — გ. 1943) — ქართველი პედაგოგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.
ელისაბედ (ვეტა) ყიფიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1876 |
გარდაცვალების თარიღი | 1943 |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი პედაგოგი |
მეუღლე(ები) | გაბრიელ (გაბო) სულხანიშვილი |
შვილ(ებ)ი | ქეთევან სულხანიშვილი, ნინო ბიანკა სულხანიშვილი, დიმიტრი სულხანიშვილი, ელისაბედ სულხანიშვილი |
მშობლები |
მამა: ნიკოლოზ ყიფიანი დედა: ანასტასია ერისთავი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელისაბედ (ვეტა) ნიკოლოზის ასული ყიფიანი დაიბადა 1876 წელს ნიკოლოზ ყიფიანისა და ანასტასია (ტასო) ერისთავის ოჯახში. იგი მათი უფროსი ქალიშვილი იყო. ვეტასა და მის დებზე (ნინო ყიფიანი და ბარბარე ყიფიანი) ერთხანს მზრულველობა ითავა პაპამ, დიმიტრი ყიფიანმა, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ.
ელისაბედ ყიფიანი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო. იგი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის სკოლებში. მისი მეუღლე იყო ბოქაული გაბრიელ სულხანიშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე. დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი. გამომცემლობა ,,სპეკალი", თბილისი, 2016, გვ. 68.