ელიზბარ ელიზბარაშვილი (ქიმიკოსი)
ელიზბარ ელიზბარაშვილი (დ. 8 ნოემბერი, 1970) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი.
ელიზბარ ელიზბარაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 ნოემბერი, 1970[1] (54 წლის) |
დაბ. ადგილი | სსრკ[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | პედაგოგი, მეცნიერი და ქიმიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ხოლო 1998 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე ასპირანტურა.
1992-1999 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი. 2000-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიისა და საყოფაცხოვრებო მასალების ქიმიის კათედრა, დოცენტი. 1999-2006 წლებში იყო ორგანული ქიმიის კათედრა, დოცენტი. 2007 წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 2007-2011 წლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2011-2012 წლებში იყო ქიმიის კონსულტანტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის. 2012 წელს შპს „ბერტას“ ტექნოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. 2013 წლიდან იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ორგანულ და მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი კვლევის სფერო: რამდენიმე პირიდონის რგოლის შემცველი ფლოურესცენსიული საღებრების სინთეზი, თვისებების შესწავლა და გამოყენება დეფექტროსკოპიაში. ეგზოციკლური და ციკლური აზომეთინური საღებრების სინთეზი, თვისებები და გამოყენება. ფოტოანიზოტროპული თვისებების მქონე საღებრების სინთეზი, თვისებების კვლევა და გამოყენება ოპტიკური დამამახსოვრებელ მოწყობილობებში. ახალი აზოსაღებრების სინთეზი ფაზათშორისი კატალიზის პირობებში. ორი ან მეტი აქტიური ცენტრის მქონე ახალი ფაზათშორისი კატალიზატორები. სხვადასხვა კლასის საღებრების მდგრადობის შესწავლა ოზონის ზემოქმედების მიმართ და ოზონის დოზიმეტრია.
1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზოგიერთი აზოსაღებრის არატრადიციული მეთოდით მიღება და მდგრადობის შესწავლა.“
2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „აზო, აზომეთინური და პირიდონული ჯგუფის შემცველი ფუნქციური საღებრების სინთეზი და კვლევა.“[2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქიმია ყველასათვის (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2013. - 190გვ.. - ISBN: 9789941446658
- სპექტრომეტრული მეთოდების გამოყენება ორგანულ ქიმიაში : დამხმ. სახელმძღვ. ქიმ. და ბიოლ. ფაკ. სტუდ. თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2005 გვ. 161 - ISBN: 9994035835
- ორგანული სინთეზი : დამხმარე სახელმძღვანელო ქიმ. ფაკ. სტუდენტებისათვის // ნაწ. 3. - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2005 გვ. 63 - ISBN: 9994040448
- ორგანული სინთეზი : დამხმარე სახელმძღვანელო ქიმ. ფაკ. სტუდენტებისათვის // ნაწ. 2. - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2005 გვ. 88 ISBN: 9994040375
- ორგანული ქიმიის პრაქტიკუმი (თანაავტორი) // ნაწ. 3 . - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2005. გვ. 76 - ISBN: 9994040685
- ორგანული სინთეზი : დამხმარე სახელმძღვანელო ქიმ. ფაკ. სტუდენტებისათვის// ნაწ. 1. თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2005 გვ. 112 - ISBN: 9994040383
- ქიმია და პერსონალური კომპიუტერი : დამხმ. სახელმძღვ. სტუ-ს სტუდ თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2005 გვ. 170
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე თბ., 2012 გვ. 76