ელიზაბეტ ბატორი
ეჩედის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი ან ეჩედის ერჟებეტ ბათორი-ნადაშდი (უნგრ. ecsedi Báthory Erzsébet (-Nádasdy)) ან ალჟბეტა ბატოროვა-ნადაშდი (სლოვაკ. Alžbeta Bátoriová-Nádašdy) (დ. 17 აგვისტო, 1560 — გ. 21 აგვისტო, 1614) — ბატორების ოჯახის გრაფინია. იგი ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, სისხლიანი გრაფინია, სისხლიანი ლედი.
ელიზაბეტ ბატორი უნგრ. Erzsébet Báthory სლოვაკ. Alžbeta Bátoriová | |
---|---|
ნამდვილი სახელი | ერჟებეტ ბათორი |
დაბ. თარიღი | 1560 წლის 7 აგვისტო |
დაბ. ადგილი | ნირბატორი, უნგრეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 1614 წლის 21 აგვისტო |
გარდაცვალების ადგილი | ჩეიტეს ციხესიმაგრე, უნგრეთის სამეფო, ამჟამად სლოვაკეთი |
გარდაცვალების მიზეზი | თავისუფლების სამუდამო აღკვეთა |
ეროვნება | უნგრელი |
მოქალაქეობა | უნგრეთის სამეფო |
მეტსახელი | სისხლიანი გრაფინია |
ცნობილია, როგორც | სისხლიანი გრაფინია |
დაპატიმრების თარიღი | 1610 წლის 29 დეკემბერი |
განაჩენი | თავისუფლების სამუდამო აღკვეთა |
მსხვერპლის რაოდენობა | 80-650 |
მკვლელობის მეთოდი | მსხვერპლის სისხლისგან დაცლა, წამება |
მკვლელობების არეალი | ჩეიტე, შარვარი, პოჟონი, ვენა |
მოტივი | არ არის ცნობილი |
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ელიზაბეტი მის ოთხ მოსამსახურესთან ერთად დამნაშავედ ცნეს ასობით გოგონასა და ახალგაზრდა ქალების მკვლელობისთვის. ჯამში მათი რაოდენობა 600-მდეა, თუმცა რაოდენობა, რისთვისაც ისინი გაასამართლეს იყო 80. 1610 წელს ის დაატყვევეს თავისივე სასახლეში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი 4 წელი გაატარა.
მოგვიანებით, უნგრული პროზა მას მოიხსენიებდა როგორც სისხლისმსმელ გრაფინიას. მწერლობაზე დაყრდნობით იგი ქალიშვილების სისხლს სვამდა და საბანაოდ იყენებდა, რომ ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.bathory.sk
- Кровавая графиня დაარქივებული 2015-04-11 საიტზე Wayback Machine.
- Кровавая графиня — Эржебет Батори