ელიზაბეთ ლოთარინგიელი
ელიზაბეთ ლოთარინგიელი (ფრანგ. Élisabeth de Lorraine; გერმ. Elisabeth von Lothringen) (დ. 9 ოქტომბერი 1574 — გ. 4 იანვარი 1635) — ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას შუათანა ასული. ბავარიის ჰერცოგინია როგორც მაქსიმილიან I-ის მეუღლე.
ელიზაბეთ ლოთარინგიელი | |
---|---|
ბავარიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 ოქტომბერი 1597 |
მმართ. დასასრული: | 4 იანვარი 1635 |
წინამორბედი: | რენატა ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | მარია ანა ავსტრიელი |
კურპფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 სექტემბერი 1623 |
მმართ. დასასრული: | 4 იანვარი 1635 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ სტიუარტი |
მემკვიდრე: | მარია ანა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ოქტომბერი 1574 |
გარდ. თარიღი: | 4 იანვარი 1635 (60 წლის) |
მეუღლე: | მაქსიმილიან I ვიტელსბახი |
მამა: | შარლ III ლოთარინგიელი |
დედა: | კლაუდია ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიზაბეთი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცეას კლაუდია ვალუას შუათანა ასული. დედამისი მისი დაბადებიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა. იგი მეცხრე მშობიარობას გადაჰყვა 27 წლის ასაკში. დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის იმ დროს უკვე გარდაცვლილი მეფე ანრი II და მისი მეუღლე, დედა დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ეკატერინე ყოველთვის ზრუნავდა კლაუდიასა და მის შვილებზე. 1589 წელს, ეკატერინეს მოთხოვნით, ელიზაბეთის უფროსი და, კრისტინა ლოთარინგიელი მიათხოვეს ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო I მედიჩის.
ელიზაბეთის მამა, ჰერცოგი შარლი კათოლიკობის ერთგული დამცველი და საფრანგეთის ძლიერი მოკავშირე იყო. შარლმა თავისი ტახტისა და ქვეყნის გაძლიერება მოისურვა და ელიზაბეთი მიათხოვა თავის დის შვილს, ბავარიის მომავალ ჰერცოგ მაქსიმილიანს. ისინი დაქორწინდნენ 1595 წლის 6 თებერვალს, ლოთარინგიის დედაქალაქ ნანსში.
მათი ქორწინება კარგად დაიწყო. აღსანიშნავია მათი საერთო საქველმოქმედო საქმიანობები.
1597 წელს ელიზაბეთის მამამთილი გარდაიცვალა, რის შემდგომაც მაქსიმილიანი ბავარიის ჰერცოგი გახდა. ამ დროს ელიზაბეთი 24 წლის იყო.
1619 წელს კურპფალცის მმართველმა ფრიდრიხ V-მ იმპერატორს ბოჰემიის ტახტი მოსთხოვა. ბავარიელებმა და ლოთარინგიელებმა ეს გააპროტესტეს და ფრიდრიხს ომი გამოუცხადეს. ბრძოლაში ბავარიელებმა გაიმარჯვეს და ფრიდრიხი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამრიგად მაქსიმილიან I-მა კურპფალცის ტახტი მიიღო. ფრიდრიხი საღვთო რომის იმპერიიდან გაიქცა და საზღვარგარეთიდან აწარმოებდა ომს, რომელიც 1648 წლამდე გაგრძელდა.
1634–1635 წლებში ბავარიას შავი ჭირი მოედო, რომელმაც თავად ელიზაბეთის სიცოცხლეც შეიწირა.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cet article est partiellement ou en totalité issu de l’article de Wikipédia en allemand intitulé « Elisabeth Renata von Lothringen
- Dieter Albrecht: Maximilian I. von Bayern 1573–1651. Oldenbourg, München 1998,
- Andreas Kraus: Maximilian I. Bayerns großer Kurfürst Graz u. a. 1990
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: რენატა ლოთარინგიელი |
ბავარიის ჰერცოგინია 15 ოქტომბერი 1597 - 4 იანვარი 1635 |
შემდეგი: მარია ანა ავსტრიელი |
წინამორბედი: ელიზაბეთ სტიუარტი |
კურპფალცის კურფიურსტი 23 სექტემბერი 1623 - 4 იანვარი 1635 |
შემდეგი: მარია ანა ავსტრიელი |