ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი - კვადრატისებრი ფორმის ნაგებობა აშენებულია ძველი ეკლესიის ნაშთებზე. მასში მოქცეულია აფსიდის მოყვანილობა და არდაბაგი. აფსიდის კედლის სიმაღლე დაახლოებით ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრამდეა. ის აგებულია ნატეხი ქვით, კირის დუღაბზე. აფსიდის ჩრდილოეთ კედელზე კედლის მოხატულობის მცირე კვალი შეინიშნება. შესასვლელი ღიობი გაჭრილია დასავლეთიდან. ნაგებობის კედლები გალესილი და შეთეთრებულია ფითხით. გადასახურ მასალად გამოყენებულია თუნუქი და აქვს ოთხფერდა გადახურვა. ეკლესიის გარშემო, ჩრდილოეთითა და დასავლეთით, ფრაგმენტულად, ადგილ-ადგილ ფიქსირდება ძველი ნაგებობისა და გალავნის ნაშთები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42617