ელიაჰუ უოშბერნი
ელიაჰუ ბენჯამინ უოშბერნი (ინგლ. Elihu B. Washburne; დ. 23 სექტემბერი, 1816 – გ. 22 ოქტომბერი, 1887) — ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. უოშბერნების ოჯახის წევრი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბებაში. აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა კონგრესში. იყო პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნისა და გენერალი (შემდგომში პრეზიდენტი) ულის გრანტის პოლიტიკური მოკავშირე. გრანტის პრეზიდენტობის დროს, 1869 წელს მცირე დროის მონაკვეთში იყო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. 1869 წლიდან 1877 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი საფრანგეთში.
ელიაჰუ უოშბერნი | |
---|---|
ინგლ. Elihu B. Washburne | |
დაბადების თარიღი | 23 სექტემბერი, 1816[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Livermore |
გარდაცვალების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1887[1] [2] (71 წლის) ან 22 ოქტომბერი, 1887[3] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჩიკაგო |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჰარვარდის სამართლის სკოლა და Kents Hill School |
მამა | Israel Washburn |
დედა | Martha Washburne[5] |