ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელიადი (ებრ. אלעד) — ქალაქი ისრაელის ცენტრალურ რაიონში. 1990-იან წლებში ქალაქი აშენდა ჰარედული იუდაისტული მოსახლეობისთვის და მცირე მასშტაბში, რელიგიური სიონისტური ებრაული მოსახლეობისთვის. თელ-ავივიდან დაახლოებით 25 კილომეტრის (16 მილი) მანძილზე მდებარე 444-ე მარშრუტზე, კერძოდ, როშ ჰაინსა და შოჰამს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე, 2022 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 49 487 ადამიანს. ელიადი არის ერთადერთი დასახლება, რომელიც ისრაელში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული რელიგიურ მუნიციპალიტეტად. სახელწოდება ელიადი გულისხმობს „სამუდამოდ ღმერთს“, მაგრამ მას ეფრემების ტომის წევრის სახელიც ჰქვია, რომელიც ამ მხარეში ცხოვრობდა (1 მატიანე 7:21).[1]

ქალაქი (2008 წლიდან)
ელიადი
אלעד
გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
მუნიციპალიტეტი ცენტრალური რაიონი (ისრაელი)
კოორდინატები 32°03′08″ ჩ. გ. 34°57′04″ ა. გ. / 32.0523167° ჩ. გ. 34.9512417° ა. გ. / 32.0523167; 34.9512417
მერი იეუდა ბუტბული (შასი)
დაარსდა 1998 წ.
ფართობი 2756 დუნამი 1064 კვ. მილი ან 2756 კმ²
მოსახლეობა

2022 წ.

  • 49 487 კაცი
სიმჭიდროვე 18 000 (47,000 კვ. მილი) კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა
  • ებრაელები და სხვები 100%
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი elad.muni.il
Israel outline center ta.png
Israel outline center ta.png
 
 
ელიადის ქუჩის რუკა (2018 წ., თეთრი ტექსტი და ღია ნაცრისფერი ქუჩები) შემოსაზღვრულია 1941 წლის პალესტინის კვლევის რუკით (შავი ტექსტი, წითელი ურბანული ადგილები და შავი ქუჩები), რომელიც აჩვენებს ალ-მუზაირიას მიახლოებით მდებარეობას.

მე-18 და მე-19 საუკუნეების განმავლობაში, ელიადი ალ-მუზაირის არაბული სოფლის სამყოფელი იყო. ის მიეკუთვნებოდა ლოდის ნაჰიეს (ქვერაიონს), რომელიც მოიცავდა სამხრეთით დღევანდელ ქალაქ მოდიინ-მაკაბიმ-რეუტის არეალს, ჩრდილოეთით დღევანდელ ქალაქ ელიადამდე, აღმოსავლეთით მთისწინეთიდან და დასავლეთით ლოდის ველის გავლით იაფას გარეუბნებამდე. ეს ტერიტორია იყო დაახლოებით 20 სოფლის ათიათასობით მაცხოვრებლის ადგილსამყოფელი, რომელთა განკარგულებაში იყო ათეულათასობით უმაღლესი ხარისხის სასოფლო სამურნეო მიწა.[2]

ელიადის მშენებლობა დაიწყო 1990-იანი წლების ბოლოს, რაც მოჰყვა 1990 წელს მიღებულ სამთავრობო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მაშინდელი განსახლების მინისტრის, არიელ შარონის ხელმძღვანელობით დასავლეთ სანაპიროს ხაზის გასწვრივ შეექმნათ დასახლებების სერია[3] და მყისიერად დაესახლებინათ 50 000 მაცხოვრებელი.[4] ქალაქი აშენდა გეგმიური საზოგადოების იდეისგან, ურბანული პარადიგმებისა და არა – მოდიინისა და შოჰამის მსგავსად. მაშინ, როცა ხსენებული ქალაქების დიზაინი შეიქმნა იმისთვის, რომ სეკულარულ შერეულ მოსახლეობასა და მორწმუნე ებრაელებს მორგებოდა, თავდაპირველად, არსებობდა გეგმა, რომ ელიადი უნდა მორგებოდა თანამედროვე ორთოდოქს/რელიგიურ სიონისტ ებრაელებს და ულტრა-ორთოდოქს ჰარედული ებრაელების შერეულ მოსახლეობას. ეს გეგმა ჰარედულ ოჯახებს სთავაზობდა გამოსავალს, მწვავე დეფიციტის პირობებში, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მიღების სახით. მოსახლეობის უმრავლესობა არის ჰარედი ებრაელი. შესაბამისად, ელიადი აშენებულია იმ გზით, რომ მორგებოდა მაცხოვრებლების რელიგიური ცხოვრების სტილს და უფრო მეტ არჩევანს სთავაზობდა, ვიდრე რელიგიური ოჯახების საშუალო სტატისტიკური აპარტამენტი ითვალისწინებდა. რელიგიურ ოჯახებს ჰყავდათ უფრო მეტი ბავშვი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ მაცხოვრებელს ქვეყანაში. კიდევ ერტი მახასიათებელი არის მარტივი ხელმისაწვდომობა და მოკლე სასიარულო მანძილები ადგილობრივ საგანმანათლებლო ინსტიტუტებამდე იმისთვის, რათა სკოლის სატრასპორტო ხარჯების შემცირება მომხდარიყო.

ქალაქი ნაწილობრივ აშენდა პალესტინის არაბული სოფლის ალ-მუზაირიას ნანგრევებზე, რომლის მოსახლეობა გაიქცა 1948 წელს.[5]

1998 წლისთვის ელიადს უკვე მიღწეული ჰქონდა ადგილობრივი საბჭოს სტატუსი; 2008 წლის თებერვალში ელიადის ოფიციალური სტატუსი შეიცვალა და ეწოდა ქალაქი.[6] ქალაქის ამჟამინდელი მერი არის იეჰუდა ბოტბოლი, შასის პარტიის წევრი.[7]

2022 წლის 5 მაისს, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს, ელიადის პარკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, ორი პალესტინელი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად.[8]

დემოგრაფია

რედაქტირება

ელიადი ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია, 0,8 პროცენტიანი მოსახლეობის წლიური ზრდით.[9] მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე არის 13.1,[10] ხოლო საშუალო ასაკი არის 11 წელი.[11] 2019-2020 წლებში მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის გამოსაშვები გამოცდების სერთიფიკატის უფლების მქონეთა რაოდენობამ შეადგინა 28.3%. 2019 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 6219 NIS-ს (საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით: 9745 NIS-ს).[12]

ეკონომიკა

რედაქტირება

რამათ-განის მხარდამჭერთა ცენტრში დაფუძნებული ისრაელის კომპანია Daronet მდებარეობს ელიადში. კომპანიის მუშები ულტრაორთოდოქსი ქალები არიან. 2012 წელს Daronet-მა გააფორმა NIS700,000 (US$180,000) გაყიდვების ხელშეკრულება საუდის ენერგეტიკულ გიგანტთან (Yanar).[13]

გამორჩეული პიროვნებები

რედაქტირება
  • აშერ დაჰანმა დანით დაჭრა და მოკლა რაბი ელაზარ აბუჰაცეირა (1948–2011 წწ.) იმის გამო, რომ მას ქორწინებისთვის არასახარბიელო რჩევა მისცა.
  • ავიშაი შინდლერი, 2010 წელს, 24 წლის ასაკში, ბნეი ნაიმ ჯუნქციის მახლობლად ავტომობილის ტარების დროს დაიღუპა.
  • ეიალ იფრაჰ, 2014 წელს 19 წლის ასაკში მოკლული, ისრაელელი მოზარდების გატაცებასა და მკვლელობის დროს.
 
რომის მავზოლეუმის შესასვლელი
  1. Bitan, Hanna (1948-1998). Fifty Years of 'Hityashvut': Atlas of Names of Settlements in Israel, Jerusalem 1999, Carta, გვ. 6. ISBN 965-220-423-4. 
  2. Marom, Roy (2022). "Lydda Sub-District: Lydda and its countryside during the Ottoman period". Diospolis - City of God: Journal of the History, Archaeology and Heritage of Lod. 8: 103–136.
  3. Shefer, Shlomi. (2002-08-05) "A star settlement is born. In these hard economic times, Elad seems to be the only place that's booming as the ultra-Orthodox are flocking to its green spaces and relatively low house prices". Haaretz..
  4. Greenberg, Harry. (19–26 September 2002) City Development in Israel (PDF).
  5. Kadman, Noga (7 September 2015). Erased from Space and Consciousness: Israel and the Depopulated Palestinian Villages of 1948. Indiana University Press, გვ. 22–. ISBN 978-0-253-01682-9. „The urban community of El'ad, set up in 1998, has expanded over the site of the village of Al-Muzayri'a“ 
  6. Fendel, Hillel. (2008-02-06) Ten-Year-Old Hareidi-Religious Community of Elad Named a City. Arutz Sheva.
  7. Ettinger, Yair. (2011-12-05) Ashkenazi and Sephardi rabbis battle over Sabbath hours in Elad. Haaretz.
  8. McKernan, Bethan (2022-05-06). „Three people killed and at least four injured in attack in Israeli town of Elad“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2022-05-06.
  9. אלעד. www.cbs.gov.il.
  10. Population and Density per Sq.Km in Localities Numbering 5,000 Residents and more on 31 XII 2009 (2009-12-31).
  11. Population, by population Group, Religion, Age, Sex and Type of Locality, Average 2009 (2009-12-31).
  12. CBS - Elad Profile, 2020.
  13. Petersburg, Ofer (19 May 2012). „Saudi Oil Giant Partners Up With Israeli Tech Company“. Al-Monitor. Yedioth Ahronoth. ციტირების თარიღი: 22 May 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელიადი“-დან