ელექტროსტატიკური გენერატორი
ელექტროსტატიკური გენერატორი, ელექტროსტატიკური მანქანა — ხელსაწყო, რომელიც ელექტროსტატიკის მოვლენებს იყენებს დედამიწისაგან იზოლირებულ გამტარებზე ელექტრული მუხტების მისაღებად. იგი მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ამ გამტარების ირგვლივ წარმოქმნილი ელექტრული ველის ენერგიად. უმარტივესი ელექტროსტატიკური გენერატორი შედგება მინის დისკოსაგან, რომელიც ბრუნვისას ტყავის დაამალგამებულ ბალიშს ეხახუნება და ამის შედეგად ელექტროვდება. უფრო რთულ ელექტროსტატიკურ გენერატორებში იყენებენ ელექტროსტატიკური ინდუქციის მოვლენას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 114-115.