ელენე ჩიჯავაძე

ქართველი მიკრობიოლოგი

ელენე ჩიჯავაძე (დ. 24 ნოემბერი, 1883 — გ. 20 მარტი, 1969) — პირველი ქართველი მიკრობიოლოგი ქალი.

ელენე ჩიჯავაძე
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1883(1883-11-24)
დაბ. ადგილი განჯალა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1969(1969-03-20) (85 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა მიკრობიოლოგი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი

ელენე დავითის ასული ჩიჯავაძე დაიბადა 1883 წელს სოფელ განჯალაში (ამჟამინდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი. აკადემიკოს დ. ზაბალტონის მოწაფე.

ქუთაისში დააარსა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ხოლო თბილისში დააარსა ჰიდრო-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1925-1931 წლებში. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასისტენტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება