ელენე ჩადუნელი
ქართველი ექიმი, კარდიოლოგი
ელენე ჩადუნელი ( 4 ოქტომბერი, 1948, კაპსუკასი, ლიტვა) — ქართველი ექიმი, კარდიოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1966 წელს სწავლობდა კარელიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.1972-1974 წლებში მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების გამსვლელი ბრიგადის ექიმად. 1975-1984 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურგენტული თერაპიის ექიმი-ორდინატორი. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის სწავლულო მდივანი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ათეროსკლეროზის, ჰემოსტაზის სისტემისა და ჰიპერლიპიდემიის პრობლემებს. მონაწილეობდა კლივლენდის, სლოვენიის და ბუდაპეშტის საერთაშორისო სიმპოზიუმებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თბილისი, 2000, გვ.319