ელენე ერისთავი
ელენე შალვას ასული ერისთავი (დ. 9 სექტემბერი, 1897, თბილისი, — გ. 27 იანვარი, 1990, იქვე) — პირველი ქართველი სელექციონერი ქალი.
დაიბადა ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელთა ოჯახში. პაპამისი იყო ლიტერატორი რევაზ ერისთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი (1923). 1932–1936 წლებში იყო სკრის მეხილეობის საცდელი სადგურის ხეხილოვანი კულტურების სელექციის განყოფილების გამგე, 1938–1956 წლებში — დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1941–1947 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1956–1973 წლებში ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხეხილოვანი კულტურების სელექციისა და ჯიშთმცოდნეობის განყოფილებას. ერისთავის თაოსნობით ჰიბრიდიზაციისა და ინტროდუქციის შედეგად მიღებული, შესწავლილი და წარმოებაში დანერგილია თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების მაღალხარისხოვანი ჯიშები, გამდიდრებულია საქართველოს ხეხილოვანი კულტურების ასორტიმენტი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ხომიზურაშვილი ნ., ერისთავი ე., საქართველოს ხილი, ტ. 1–2, თბ., 1939–41.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 59.
- ჩიქოვანი ი., ქსნის ერისთავები, თბ., 2010. — გვ. 13.