ელენე დიდიმამიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელენე დიდიმამიშვილი (დ. 15 აპრილი, 1919, ახალციხე — გ. 23 მარტი, 1997) — ქართველი პოეტი, ლირიკოსი.

დაიბადა ცნობილი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია დიდიმამიშვილის ოჯახში. ელენე დიდიმამიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის სიმებიან ორკესტრს, იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის „განთიადის“ რედკოლეგიის წევრი. 1937 წლიდან, სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

1938 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში დამთავრების შემდეგ, კი პედაგოგიურ მოღვაწეობა გააგრძელა ახალციხეში მშობლიურ სკოლაში, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ ტექნიკუმებში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სხვადასხვა დროს ახალციხეში მუშაობდა რაიონული გაზეთის რედაქციაში „წითელი დროშა“ პასუხისმგებელ მდივნად, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. მუშაობდა მესხეთის თეატრშიც მოკარნახედ, 1942-1946 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ატარებდა ლექციებს, ბეჭდავდა წერილებს თეატრის ცხოვრებაზე და სხვ.თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნორჩ ლიტერატორთა წრეს, სადაც მისი დახმარებით პირველი ნაბიჯები გადადგეს: ვახუშტი კოტეტიშვილმა, გივი გაგეჩკორმა, თამაზ ნატროშვილმა, ცირა ქიტიშვილმა, გურამ გოგიაშვილმა და ა.შ.

ელენე დიდიმამიშვილის მოღვაწეობაში მთავარი როლი პოეზიას ეჭირა. პირველი ლექსი ხუთი წლის ასაკში წარმოუთქვამს, 1946 წელს კი დაიწყო აქტიური პოეტური შემოქმედება. „თბილისში გაიშალა ფრთები ჩემმა პოეზიამ. ამაში კი წვლილი ჩემს დას მარგალიტა დიდიმამიშვილს მიუძღვის“ ამბობდა პოეტი. 1965 წლიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი იმ დროს უკვე სამი კრებულის ავტორი იყო „ვარძიის გაზაფხული“, „გვიხმობს კაშკაშა წაფხული“, „სიყვარულის კვალდაკვალ“. საბოლოოდ თავის სიცოცხლის განმავლობაში მან გამოსცა რვა კრებული, გარდაცვალების შემდგომ პერიოდში გამოიცა მეთორმეტე კრებული „გადასახედი“, რომელშიც შეტანილი არის პოეტის სიცოცხლის ბოლო პერიოდის შემოქმედება. იგი წერდა: „ჩემი პოეზია მხოლოდ ლირიკაა — სულერთია რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს იგი. საკმაოდდიდი ადგილი მაქვს დათმობილი სატრფიალო ლირიკაში, რომელიც მუდამ სადღაც იმედით სჭვივის, იმედი ჩემი თანდაყოლილი ნუგეშია. თუ შეიძლება ითქვას მთელი ჩემი ცხოვრება პოეზიაა, ურთულესი, უსასტიკესი და მაინც ქრისტესგან მონიჭებული მადლი ლირიკამ მაცოცხლა პოეზიაში, ლირიკამგამატარა ცხოვრების ეკლიანი ვრცელი აღმართები.“ პოეტის ლირიკული გმირი მესხეთი იყო. მან სწორედ მესხეთს მიუძღვნა თავისი ლექსების დიდი ნაწილი. მის ლექსებზე შექმნილია მუსიკა კომპოზიტორების მიერ: შოთა მილორავა, მერი დავითაშვილი, ნუნუ გაბუნია, სანდრო მირიანაშვილი, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე და ა.შ. ელენე დიდიმამიშვილს ეკუთვნის რევაზ გაბიჩვაძის ოპერა „ნანას“ ლიბრეტო. 1990 წელს აღინიშნა მისი დაბადებიდან 70 წლის იუბილე, 1996 წელს კი მშობლიურ ქალაქში აღინიშნა მისი პოეტური მოღვაწეობის 70 წელი. ელენე დიდიმამიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსაცემად მომზადდა მისი რჩეული ლექსების კრებული: „სუნთქვა პოეტის.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყრუაშვილი ნ., განათლებისა და კულტურის კერები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2019, გვ. 175-176