ელენე ახვლედიანის აღმართი
ქუჩა თბილისში
ელენე ახვლედიანის აღმართი — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სურბ-კარაპეტის აღმართი, 1923 ეწოდა ნიკოლოზ კიბალჩიჩის, 1988 — ელენე ახვლედიანის სახელი. აღმართზე დგას ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ეკლესია.
ელენე ახვლედიანის აღმართი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | სურბ-კარაპეტის აღმართი, ნიკალაი (ან ნიკოლოზ) კიბალჩიჩის აღმართი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 25, ISBN 978-99928-20-35-3.