ელენა ლასკონი
ელენა ლასკონი (რუმ. Elena Lasconi; დ. 20 აპრილი, 1972, ჰაცეგი, ჰუნედოარა) — რუმინელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი. არჯეშის ჟუდეცის ქალაქ კიმპულუნგის მერი 2020 წლის 19 ოქტომბრიდან. მერად ხელმეორედ აირჩიეს 2024 წლის არჩევნებზე.[3] 2024 წლის 26 ივნისს, მან მოიგო შიდა არჩევნები რუმინეთის გადარჩენის კავშირში (USR) და გახდა პარტიის პრეზიდენტი. რუმინეთის გადარჩენის კავშირმა დიდი უპირატესობით აირჩია პარტიის კანდიდატად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.[4]
ელენა ლასკონი | |
---|---|
რუმ. Elena Lasconi | |
დაბადების თარიღი | 20 აპრილი, 1972[1] (52 წლის) |
დაბადების ადგილი | Hațeg[2] |
მოქალაქეობა | რუმინეთი |
განათლება | Bucharest University of Economic Studies |
elenalasconi.ro | |
ლასკონი მოკლე პერიოდით სათავეში იდგა USR-ის კანდიდატების სიას 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე, პოზიციაც დატოვა პარტიის ყოფილი პრეზიდენტის კატალინ დრულას მოთხოვნით. ლასკონი 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა.[5] მას მოუწევდა დამოუკიდებელ კალინ გეორგესკუსთან დაპირისპირება მეორე ტურში, რომელიც უნდა გამართულიყო 2024 წლის 8 დეკემბერს[6], მაგრამ 6 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები გააუქმა.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.kanald.ro/biografie-si-cv-elena-lasconi-cum-a-ajuns-primar-al-campulung-muscel-de-la-o-jurnalista-de-succes-20378053
- ↑ Biografie și CV Elena Lasconi: Cum a ajuns primar al Câmpulung Muscel de la o jurnalistă de succes // Kanal D — 2024.
- ↑ Grigorescu, Denis. (9 June 2024) Elena Lasconi, realeasă primar la Câmpulung cu un scor zdrobitor: 'E extrem de important să fii împreună cu oamenii și pentru oameni'. Adevărul. ციტირების თარიღი: 3 December 2024
- ↑ Ardelean, Adrian. (29 June 2024) Elena Lasconi a fost desemnată candidata USR la alegerile prezidențiale. A fost ales și Biroul Național. Europa Liberă România. ციტირების თარიღი: 3 December 2024
- ↑ Rezultate alegeri prezidențiale. Georgescu și Lasconi, în turul II. Demisii la vârful PNL și PSD ro (2024-11-25). ციტირების თარიღი: 2024-11-26
- ↑ Marica, Irina. (2024-11-26) Romania presidential elections 2024: Final results confirm second round between independent Călin Georgescu and USR’s Elena Lasconi en. ციტირების თარიღი: 2024-11-26
- ↑ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა ka (2024-12-6). ციტირების თარიღი: 2024-12-10