ელენა იაკოვლევა
ელენა იაკოვლევა (რუს. Елена Алексеевна Яковлева; დ. 5 მარტი 1961, ნოვოგრად-ვოლინსკი) — საბჭოთა კავშირისა და რუსეთის კინოსა და თეატრის მსახიობი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1995). რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში (2000). რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (2002). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2006).
ელენა იაკოვლევა | |
---|---|
ელენა იაკოვლევა | |
დაბადების თარიღი |
5 მარტი, 1961 ნოვოგრად-ვოლინსკი, უკრაინა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1983 - დღემდე |
მეუღლე(ები) | პირველი : სერგეი იულინი მეორე : ვალერი შალნიხი |
მშობლები | მამა: ალექსეი იაკოვლევი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1961 წლის 5 მარტს ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში (ჟიტომირის ოლქი, უკრაინის სსრ), სამხედრო მოსამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის ოჯახში. მამის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ელენამ ბევრი სკოლა გამოიცვალა. 1978 წელს დაამთავრა ხარკოვის №138 საშუალო სკოლა. 1984 წელს — რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) სამსახიობო ფაკულტეტი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმები
რედაქტირება- 1983 — ორნი ქოლგის ქვეშ — ლერა
- 1986 — პლუმბუმი, ანუ სახიფათო თამაში — მარია
- 1989 — ინტერგოგონა — ტანია ზაიცევა
- 1992 — შავი კვადრატი — რიტა
ტელესერიალები
რედაქტირება- 1994 — პეტერბურგის საიდუმლოებები — ანა ჩეჩევინსკაია
- 1999-2011 — კამენსკაია — ანასტასია კამენსკაია, მილიციის მაიორი
- 2007 — დანაშაული და სასჯელი — პულხერია რასკოლნიკოვა, როდიონის დედა
- 2012 — ჟუკოვი — ალექსანდრა ჟუკოვა
- 2014-2022 — სკლიფასოვსკი (3-9 სეზონი) — ირინა ალექსეევნა, ქირურგიული განყოფილების უფროსი