ელდარ კულიევი
ელდარ ტოფიგ ოღლუ კულიევი (აზერ. Eldar Tofiq oğlu Quliyev; დ. 18 იანვარი, 1941, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 16 აპრილი, 2021, იქვე[1]) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1982).[2][3]
ელდარ კულიევი აზერ. Eldar Quliyev | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 იანვარი, 1941 ბაქო, ასსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
16 აპრილი, 2021 (80 წლის) ბაქო, აზერბაიჯანი |
პროფესია | კინორჟისორი, სცენარისტი, მსახიობი |
ელდარ კულიევი დაიბადა 1941 წლის 18 იანვარს ბაქოში. 1960-1966 წლებში სწავლობდა კინემატოგრაფიის სახელმწიფო საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სერგეი გერასიმოვის კურსებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა „აზერბაიჯანფილმი“-ს სტუდიაში. პირველად სერიოზულად წარმოჩინა თავი 1969 წელს ფილმის „ამ სამხრეთ ქალაქში“ გამოშვებით. თავის 70-იანი წლების ფილმებში, კულიევი ძირითადად იკვლევს ახალგაზრდა თაობის პერსონაჟების ჩამოყალიბებას. 1977 წელს ფილმისთვის „სიხარულის სრუტე“ მიიღო აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემია. 1983 წელს მას მიენიჭა ერთიან საკავშირო ფესტივალის პრემია ფილმისთვის „ნიზამი“. 1987 წელს გახდა ექსპერიმენტული ახალგაზრდული კრეატიული სტუდია „დებიუტის“ ხელმძღვანელი, სადაც მან ცოდნა და გამოცდილება გადასცა ახალგაზრდა კინორეჟისორებს. აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოს კათედრის პროფესორი. მას მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორდენი, აზერბაიჯანული „ღირსებისა“ და „დიდების“ ორდენები.[2][3]
გარდაიცვალა 2021 წლის 16 აპრილს ბაქოში გულის შეტევით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Eldar Quliyev vəfat etdi
- ↑ 2.0 2.1 Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол. Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М.: Советская энциклопедия, 1987. — С. 222. — 640 с. — 100 000 экз.
- ↑ 3.0 3.1 Bu gün Eldar Quliyev`in 70 illik yubileyidir — BiG.AZ