ელაგინის მესამე ხიდი
ელაგინის მესამე ხიდი (რუს. 3-й Ела́гин мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე დიდ ნევკაზე. აკავშირებს დიდი ნევკის მარჯვენა სანაპიროს და ელაგინის კუნძულს. არის სერგეი კიროვის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის მთავარი შესასვლელი. ხიდის სიგრძეა - 79,8 მეტრი, სიგანე - 12,6 მ.
ელაგინის მესამე ხიდი 3-й Елагин мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°58′57″N 30°15′15″E / 59.9825° ჩ. გ. 30.25425° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საავტომობილო, საფეხმავლო |
სიგრძე | 79,8 მ |
სიგანე | 12,6 მ |
გახსნის თარიღი | 1826 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი აკავშირებს პრიმორსკის პროსპექტსა და სერგეი კიროვის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკს.
ხიდთან ახლოს მდებარეობს ბუდისტური ტაძარი.
დინების ზემოთ მდებარეობს უშაკოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ - იახტენის ხიდი.
მეტროს უახლოესი სადგურია „სტარაია-დერევნია“.
ისტორია
რედაქტირება1826 წელს აქ ააგეს მცურავი ხიდი, რომელიც 1840 წელს გადააკეთეს ცხრამალიან ხიდად, რომლის ერთ-ერთი შუა მალა იხსნებოდა. გახსნადი მალა ორფრთიანი იყო და შედგებოდა ოთხი ხის ჩარჩოსაგან[1]. ხიდის გახსნა ხდებდა ხელის ჯალამბარით. ხიდი არაერთხელ გადააკეთეს, თუმცა შეინარჩუნეს მალების რაოდენობა. 1951 წლის რესტავრაციის შემდეგ კი ხიდი შვიდმალიანი გახდა. 1949-1951 წლებში ინჟინერთა კანტორის „Дормостпроект“-ის პროექტის მიხედვით ვლადიმირ დემჩენკომ და ვ. ვ. ბლაჟევიჩმა მოახდინეს ხიდის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ხიდი რვამალიანი გახდა, რომლის შუაშიც მდებარეობდა გასახსნელი მალები. მუდმივი მალები აგებული იყო მეტალისაგან. გახსნადი მალის სიმაღლე 13,5 მეტრი იყო. ხიდის ბურჯები ბეტონისაა და ბუნებრივ საყრდენებზე დგას. ხიდის სიგრძეა 92 მეტრი, სიგანე 11,5 მეტრი, მათ შორის შედის ორი ტროტუარი 2,25 მეტრი სიგანისა. ხიდზე დაამონტაჟეს ელაგინის პირველი და მეორე ხიდის მსგავსი შედუღებული მოაჯირები.
1976 წელს ინჟინერ ა. იუშინისა და ვ. კოშკინის პროექტის მიხედვით წარიმართა ხიდის კაპიტალური რემონტი. ხის ფილები მუდმივ მალებში შეიცვალა რკინა-ბეტონით, ასევე გამოიცვალა კოჭები, აღადგინეს ასფალტის საფარი. 1982 წელს მიმდინარეობდა მექანიზმებისა და ელექტროტექნიკური მოწყობილობების რემონტი.
2008-2009 წლებში პრიმორსკის პროსპექტის რეკონსტრუქციის ფარგლებში ხიდი დაშალეს და მის ადგილზე ააგეს ახალი მეტალის სამმალიანი ხიდი, რომელიც არ იხსნებოდა[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 437. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 301. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 45. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 3-й Елагин мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20170102223750/http://www.encspb.ru/object/2804006000 დაარქივებული 2017-01-02 საიტზე Wayback Machine. Елагины мосты] //Энциклопедия Санкт-Петербурга
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 3-й Елагин мост//СПб ГБУ «Мостотрест»
- ↑ Реконструкция Приморского проспекта на участке от улицы Академика Шиманского до Яхтенной улицы //ЗАО «АБЗ-Дорстрой». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2018-11-11.