ელაგინის მეორე ხიდი

ელაგინის მეორე ხიდი (რუს. 2-й Ела́гин мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე შუა ნევკაზე. არის რიუხინის ქუჩის გაგრძელება. აკავშირებს ელაგინისა და კრესტოვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 141,9 მეტრი, სიგანე - 14,5 მ.

ელაგინის მეორე ხიდი
2-й Елагин мост
კოორდინატები 59°58′32″N 30°15′29″E / 59.975494° ჩ. გ. 30.258089° ა. გ. / 59.975494; 30.258089
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
სიგრძე 141,9 მ
სიგანე 14,5 მ
გახსნის თარიღი 1821
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810363027

პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1821 წელს და გახდა მეცხრე ხიდი სანქტ-პეტერბურგში. 1828 წელს არქიტექტორ შუბერტის გეგმის მიხედვით აქ ააგეს პლაშკოუტიანი ხიდი. 1852 წელს ააგეს თერთმეტმალიანი ხის ხიდი, რომელიც ცენტრალურ ნაწილში იხსნებოდა ორმხრივად. 1948-1950 წლებში ხიდის ხის კოჭები შეიცვალა მეტალის კოჭებით. გასახსნელი მალის საყრდენები შეიცვალა ახალი საყრდენებით ინჟინერ ვ. ვ. ბლაჟევიჩის პროექტის მიხედვით. ამ ყველაფრის შედეგად ხიდი გახდა რვამალიანი. 1990 წლიდან ხიდი გახდა საფეხმავლო დარჩენილი ხის საყრდენები შეიცვალა რკინა-ბეტონით, აღადგინეს გასახსნელი მალის საყრდენების შემოფიცვრა. რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ინჟინერ ზ. გ. ვასილევის პროექტის მიხედვით.

2007 წლის 18 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მთავრობამ მიიღო 2015 წლამდე ქალაქის ნორმატიული მდგომარეობის განვითარების კონცეფცია[1], რომლის თანახმადაც ელაგინის პირველი ხიდის რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო. 2017 წლის 21 ნოემბერს ხიდი დაიხურა სარეკონსტრუქციოდ. რეკონსტრუქციის შედეგად ხიდი მთლიანად აღადგინეს: ააგეს ახალი რკინაბეტონის ფუნდამენტის საყრდენი, ხიდის ყველა ხის კონსტრუქცია შეცვალეს რკინის კონსტრუქციებით[2]. 2018 წლის 1 ივნისს აღდგენილი ხიდი კვლავ გახსნეს[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 437. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 301. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 45. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Антонов Б. И. Мосты Санкт-Петербурга. — СПб.: Глагол России, 2002. — С. 61—62. — 192 с. — ISBN 5-89622-019-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Что нам стоит мост построить“. Петербургский дневник (Russian). 2007-12-10. ციტირების თარიღი: 2007-12-28. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  2. Пешеходный мост из ЦПКиО на Крестовский закроют до весны
  3. В Петербурге после ремонта открывается 2-й Елагин мост