ეკლიმეტრი
ეკლიმეტრი (ბერძ. ἐκκλίνω [ekklinō] — „გადავხრი“ და μετρέω [metreō] — „ვზომავ“) — დახრის კუთხეების გასაზომი მარტივი ხელსაწყო.
მის უმარტივეს სახეს წარმოადგენს სადგარზე სახსრულად მიმაგრებული შიმშა, რომლის ერთ ბოლოში დიამეტრითაა მიჭედებული (ნულიდან მარცხნივ და მარჯვნივ 90°-მდე) გრადუსებად დაყოფილი შვეულიანი ნახევარწრედი. ამავე დანიშნულებისათვის იყენებენ ლითონისაგან დამზადებულ ტესდორფისა და ბრანდისის ეკლიმეტრებს, რომელთაც აქვთ საჭვრეტი მილი. კვერთხებს, შენობების კონსტრუქციულ ელემენტთა დახრას ზომავენ ვიმერის უჭოგრო ეკლიმეტრით. ეკლიმეტრს ათავსებენ სამთო კომპასშიც, რომლითაც ზომავენ ქანის შრის დახრის კუთხეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 69.