ეკლესია მარიამწმინდა

ეკლესია მარიამწმინდაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თრეხვში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე, გზის პირას, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით.

ეკლესია დარბაზულია (8,6 X 5,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, აფსიდის კუთხეები, კარ-სარკმლების წირთხლები შირიმის ქვით არის ამოყვანილი. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ქვედა ნაწილი, თითქმის მთელ პერიმეტრზე, ნალისებრია, ხოლო ზემოთ (დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლიდან) თანდათან ნახევარწრიულ მოხაზულობაში გადადის. აფსიდის კუთხეებს (ქვემო ნაწილში) და მის გადახურვას გვიანი შეკეთების კვალი ეტყობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში ბრტყლად დაწყობილი ქვიშაქვის ფილებით გადახურული თითო სარკმელია. ეკლესიის ეზოს გარს ერტყა დიდი ქვიშაქვის ლოდებით ნაწყობი დაბალი გალავანი.

ლიტერატურა

რედაქტირება