ეკლესია კვართა
ეკლესია კვართა, წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ დიდი ბეკამის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,1 X 4,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და დასავლეთით (გაუქმებულია). ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი გრძივ კედლებშია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელთან წარწერაა: „შე...მ“ (შემიწყალე).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 428.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17700