ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა
(გადამისამართდა გვერდიდან ეკა ბეჟანიშვილის I გასასვლელი)
ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); მექანიზაციის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კოლექტივიზაციის ქუჩა, შემდეგ ელმავლის ქუჩა ერქვა (სახელწოდება დაკავშირებულია აქ მდებარე ელმავალშემკეთებელ ქარხანასთან), 1972 წელს კომუნისტური შრომის ქუჩა დაერქვა, 1991 წელს ეკა ბეჟანიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 2 გასასვლელი, 1 შესახვევი, 1 ჩიხი.
ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნაძალადევი |
წინა სახელები | კოლექტივიზაციის ქუჩა, ელმავლის ქუჩა, კომუნისტური შრომის ქუჩა |
ეკა ბეჟანიშვილის I გასასვლელი
რედაქტირებაეკა ბეჟანიშვილის I გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ნაძალადევის რაიონი (ნაძალადევი); ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან სერგო ქსოვრელის ქუჩამდე.
ეკა ბეჟანიშვილის II გასასვლელი
რედაქტირებაეკა ბეჟანიშვილის II გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ნაძალადევის რაიონი (ნაძალადევი); ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან ამავე ქუჩამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 33, ISBN 978-99928-20-35-3.