ეკატერინე გელცერი
ეკატერინე გელცერი (დ. 2 ნოემბერი, 1876, მოსკოვი — გ. 12 დეკემბერი, 1962) — რუსი საბჭოთა ბალერინა, რსფსრ-ის სახალხო არტისტი (1925). 1894 წელს დაამთავრა მოსკოვის საბალეტო სკოლა და ჩაირიცხა დიდი თეატრის დასში. 1896-1898 წლებში იყო მარიამის თეატრის მსახიობი. 1898-1935 წლებში მუშაობდა დიდ თეატრში. 1910 წლიდან მართავდა გასტროლებს საზღვარგარეთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვარამაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 39-40.
- ეკატერინე გელცერი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)