ეკატერინე ბარათაშვილი
ეკატერინე ბარათშვილი (დ.10 იანვარი 1874, თბილისი, გ.18 მარტი, 1944) — ქართველი მხატვარი. ოფიციალური სახელი და გვარია ეკატერინე სულხანიშვილი.
ეკატერინე ბარათაშვილი | |
---|---|
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | მხატვარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, მიუნხენის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც შეისწავლა პორტრეტული მინიატურის ხელოვნება. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. 1908 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1917–1933 წლებში ცხოვრობდა პეტერბურგში. 1933 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტული მინიატურის განვითარებაში. მანვე გადმოიღო ძველი ქართული მინიატურების პირები. არის ნაქარგი პორტრეტების და ფერწერული ტილოების ავტორი. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ი.ჭავჭავაძის, ა.წერეთლის (მინიატიურები, 1910–1911, სპილოს ძვალი, აკვარელი, გუაში–საქართველოს ლიტერატურის მუზეუმი), ა.პუშკინის (ნაქარგი, 1937 წელი, კერძო საკუთრება) პორტრეტები და სხვ. მხატვარ–მინიატურისტი, მხატვრული ხელსაქმის ოსტატი.[1]