ეკატერინა იოანეს ასული
ეკატერინა იოანეს ასული (დ. 29 ოქტომბერი, 1691, მოსკოვი — გ. 25 ივნისი, 1733, სანქტ-პეტერბურგი) — მეფის ასული, ეკატერინა იოანოვნა, იყო მეფე ივანე V ალექსის ძისა და დედოფალ პრასკოვია ფიოდორის ასული, სალტიკოვას ქალიშვილი. იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის უფროსი და, იმპერატორ პეტრე I-ის ძმის შვილი, იოანე VI-ის ბებია, გათხოვების შემდეგ კი — ჰერცოგინია, მეკლენბურგ-შვარინსკაია.
ეკატერინა იოანეს ასული | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ოქტომბერი, 1691 მოსკოვი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
25 ივნისი, 1733 სანქტ-პეტერბურგი |
დაკრძალულია | ალექსანდრე ნეველის ლავრა |
ეროვნება | რუსი |
წოდება | მეკლენბურგ-შვეირის ჰერცოგინია |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მეუღლე(ები) | კარლ ლეოპოლდი, მეკლენბურგ-შვეირის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | ანა, რუსეთის რეგენტი |
მშობლები |
მამა: ივანე V, რუსეთის ცარი დედა: პრასკოვია სალტიკოვა |
ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა მოსკოვში და მონათლული იქნა ჩუდოვოს მონასტერში. მეორე იყო შთამომავლობაში, რომელსაც ეკატერინა უწოდეს. მამიდა ეკატერინე, ალექსის ასულის პატივსაცემად, მისი ნათლიები იყვნენ ბიძია-პეტრე I, შორეული ბებია-ტატიანა, მეფის, მიხეილის ასული. ის იყო დედოფალი პრასკოვიას საყვარელი ქალიშვილი და მის შვილებს შორის გადარჩენილი უფროსი ბავშვი. ბავშვობა იზმაილოვოში გაატარა. მისი ბაბუის, მეფე ალექსეი მიხეილის ძის, ძველ საცხოვრებელში. როგორც უმცროს დებს, ანას და პრასკოვიას, მასაც ასწავლიდნენ გერმანულ და ფრანგულ ენებს, ცეკვას, კარგ მანერებს. მასწავლებლები კი იყვნენ-ივანე, ივანეს ძე ოსტერმანი (მომავალი ვიცე-კანცლერის უფროსი ძმა) და ფრანგი ეტენ რამ ბური. 1708 წელს მთელი ოჯახი გადავიდა ახალ დედაქალაქში.
თანამედროვეების თქმით, ეკატერინა იყო სრული ტანის,დაბალი,თეთრი კანით და მუქი თმით. არ ითვლებოდა ლამაზმანად, ის ყურადღებას თავისი კომუნიკაბელურობით და კეთილი ზრახვებით იპყრობდა. პეტრე პირველის სურვილით, 1716 წელს, ცოლად გაჰყვა მაკლენბურგ-შვერინსკის ჰერცოგს, კარლ ლეოპოლდს. ეს ქორწინება გამოწვეულიი იყო პოლიტიკური ზრახვებით, პეტრეს უნდოდა კავშირი მაკლენბურგთან, იმისთვის რომ დაცვა ჰყოლოდა სავაჭრო გზასთან. ასევე, მისი მიზანი იყო მეკლენბურგის საპორტო ქალაქების გამოყენება რუსული ფლოტების სადგომადად და უუზრუნველყო რუსული საქონლის გაყიდვის შესაძლებლობა სამეფოში. თავიდან, კარლ ლეოპოლდი დანიშნული იყო ეკატერინას ქვრივ დაზე, რომელიც გლოვობდა ჰერცოგ კურლიანსკის, მაგრამ მოგვიანებით,პეტრემ მას საცოლედ ეკატერინა შეურჩია. საქორწილო ცერემონიალი გაიმართა აპრილში, გდანსკიში. საქორწილო ხელშეკრულების თანახმად, ჰერცოგი ვალდებული იყო უუზრუნველყო თავისი მეუღლე თავისუფალი მართმადიდებლური მსახურებით და უნდა გადაეხადა 6000 ეფიმკი საყუთო ფული წელიწადში. პეტრე პირველი კი-ვალდებული იყო თავისი მხრიდან,ქალაქი ვისმარა დაეპყრო ჰერცოგისთვის. 1716 წელს, ლეოპოლდმა თავის თავს მიაყენა ზიანი,პეტრე პირველის უპატივცემულობის სახით, მან დაკარგა ტახტი 1728 წელს, ხოლო გარდაიცვალა დემიცის ციხე-სიმაგრეში 1747 წელს, ეკატერინეს ქორწინება შედგა უიღბლოდ. 1722 წელს, ეკატერინემ ვეღარ გაუძლო მკაცრ და სასტიკ მოპყრობას მეუღლისგან და დაბრუნდა თავის ქალიშვილთან ერთად რუსეთში. ფორმალური გაყრა არ შედგა, მაგრამ მეუღლეებს ერთმანეთი აღარ უნახავთ.
მომდევნო ცხოვრება რუსეთში
რედაქტირება1730 წელს, საიდუმლო უზენაესმა საბჭომ განიხილა ეკატერინეს კანდიდატურა, როგორც ტახტის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ის იყო უფროსი ქალიშვილი მეფე იოანე V ალექსეევიჩის, მაგრამ იგი უარყვეს რადგანაც ეშონოდათ იმისი, რომ რუსეთის სახელმწიფო საქმეებში ჩაერეოდა მისი მეუღლე და ასევე ძალიან დამოუკიდებელი და ზედმეტად თავდაჯერებული ხასიათის გამო. საბოლოოდ, იმპერატორად აირჩიეს მისი უმცროსი და, რომელიც იმ დროს უზენაესმა მთავრობამ უფრო დამჯერად ჩათვალა. 1730 წლის 25 თებერვალს, (ზოგი მონაცემებით 8 მარტი) ეკატერინა იოანოვნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როცა აზნაურების დიდმა ჯგუფმა, (150-დან 800 კაცამდე) რომელთა რიცხვშიც შედიოდნენ გვარდიელი ოფიცრები, გამოცხადდნენ სასახლეში იმისთვის რომ ანა ივანოვასთვის წარედგინათ თავისი მოთხვნები, კერძოდ, ეს გულისხმობდა, რომ ანას, თავადებთან ერთად, თავიდან გადაეხედა მმართველობის ფორმისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Семевский М. И. Тайный сыск Петра 1. — Смоленск, 2000. — С. 67-110.