ეიფელის ხიდი
ეიფელის ხიდი — ხიდი მდინარე ცემისწყალზე, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზის წაღვერი-ცემის მონაკვეთზე.
ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი „ეიფელის კოშკის“ ავტორს გიუსტავ ეიფელს.
ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი-ბაკურიანი, პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12144
- travelinborjomi.ge დაარქივებული 2019-12-29 საიტზე Wayback Machine.
- ambebi.ge