ეირიკ I (სისხლიანი ჩუგლუგუ) (ნორვ. Eirik Haraldsson; 885—954) — ნორვეგიის მეფე (კონუნგი) 930-934- წლებში. ჰარალდ I-ს შვილი და ჰარალდ II-ს მამა. ინგლინგოების დინასტიის წარმომადგენელი. ჩამოგდებული იქნა 934 წელს ძმის ჰაკონ I-ს მიერ.

ეირიკ I
ნორვეგიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 930
მმართ. დასასრული: 934
წინამორბედი: ჰარალდ I
მემკვიდრე: ჰაკონ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 885
გარდ. თარიღი: 954 წელი
გარდ. ადგილი: ნორვეგია
მეუღლე: გუნხილდა
შვილები: ჰარალდ II
დინასტია: ინგლინგოები
მამა: ჰარალდ I
დედა: რანგხილდა ეირიკსტოდერი

თავისი მეტსახელი (სისხლიანი ჩუგლუგუ) შეარქვეს მის მიერ ჩადენილი უამრავი სისასტიკისათვის. ერთ-ერთ ლათინურ ხელნაწერში ის მოხსენიებულია-«ძმისმკვლელად».

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰარალდ I-ს განსაკუთრებით უყვარდა ეირიკი და არ მალავდა, რომ ის თავის მემკვიდრედ უნდოდა. ეირიკი იყო მაღალი,ლამაზი და ნამდვილი მეომარი, მაგრამ ძალიან სასტიკი, არამეგობრული და უთქმელი.

დაახლოებით 920 წელს ეირიკმა გაილაშქრა პომერანიაზე. იქიდან დაბრუნებისას ეახლა თავის ძმას ბიორნს და მოსთხოვა მისთვის გადაეხადა ხარკი, რომელსაც ის უხდიდა ჰარალდ I-ს. ბიორნს თავად მიჰქონდა მეფესთან ხარკი ან თავის ხალხს ატანდა, ამჯერადაც ასე უნდოდა მოქცეულიყო და თავის ძმას უარი უთხრა ხარკზე. როდესაც ეირიკმა თავისას ვერ მიაღწია თავს დაესხა ძმას და მოკლა. 930 წელს ეირიკმა მიიღო ძალაუფლება მამისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება