ეთიოპიის გეოგრაფია

ეთიოპია მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ერიტრეა, აღმოსავლეთიდან ჯიბუტი და სომალი, სამხრეთიდან კენია, ხოლო დასავლეთიდან და სამხრეთ დასავლეთიდან სუდანი. ქვეყნის ცენტრში მდებარეობს მაღალი პლატო, რომლის სიმაღლეც მერყეობს ზღვის დონიდან 1290-3000 მეტრის ფარგლებში, ხოლო უმაღლესი მთა აღწევს 4533 მეტრს. პლატოს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი ყოფს დიაგონალურად. პლატოს რამდენიმე მდინარე კვეთს, მათ შორის გამორჩეულია ცისფერი ნილოსი, რომელიც სათავეს ტბა ტანადან იღებს. პლატო თანდათანობით ეშვება დასავლეთით სუდანის დაბლობზე და სამხრეთით სომალის დასახლებულ ბარში.

ეთიოპიის რუკა.
ეთიოპიის ტოპოგრაფიული რუკა

ბუნებრივი რესურსები

რედაქტირება

ეთიოპიაში არის: ოქროს, პლატინის, სპილენძის, კალქვას და ბუნებრივი გაზის მცირე საბადოები. მას აქვს ჰიდროენერგიის დიდი შესაძლებლობები[1].

ქვეყნის მთლიანი სახმელეთო ტერიტორიის დაახლოებით 20 % მუშავდება, თუმცა სახნავად გამოყენებადი მიწა უფრო მეტია. ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე ტყის მასიური გაჩეხვის გამო დღეისთვის ქვეყნის მხოლოდ 10-15 პროცენტია ტყით დაფარული. დანარჩენი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საძოვრებად გამოიყენება. ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია სოფლის მეურნეობისთვის ან სხვა გამოყენებისთვისთვის ზედმეტად მშრალი ან უნაყოფო[1].

სადავო ტერიტორიები

რედაქტირება

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის საზღვრის ზუსტი დემარკაცია არასოდეს მომხდარა. მათი საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე მდებარე მცირე ანკლავების გულისთვის, ეს ორი ქვეყანა 1998-2000 წლებში ომობდა კიდეც. სადავო ტერიტორია მოიცავს მცირე სოფელს ბადმე და ირობის ხალხის ანკლავს. 2002 წელს საერთაშორისო კომისიამ მოახდინა საზღვრების დადგენა. ორივე ქვეყანამ მიიღო კომისიის დასკვნა, თუმცა ეთიოპიამ ბოლომდე არ აღიარა დადგენილი საზღვარი[1].

ასევე არასოდეს მოხდენილა ეთიოპიასა და სომალის საზღვრის ცენტრალური მონაკვეთის დემარკაცია. ამ მონაკვეთის სტატუსი არის დროებით. ასევე კითხვის ქვეშაა სუდანის საზღვრის გასწვრივ მდებარე რამდენიმე მცირე მონაკვეთიც[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება